უკრაინის სასაზღვრო სამსახური: სააკაშვილმა საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა

© REUTERS / Gleb Garanichმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სააკაშვილის მიერ საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით უკრაინის სასაზღვრო სამსახური უკრაინის პროკურატურას მიმართავს

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთასთან დაკავშირებით უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური უკრაინის პროკურატურას მიმართავს, განაცხადა კვირას უწყების ხელმძღვანელის თანაშემწემ ოლეგ სლობოდიანმა.

მანამდე სასაზღვრო სამსახურმა განაცხადა გარღვევისა და საზღვრის მასობრივ უკანონო გადაკვეთის შესახებ საკონტროლო-გამშვებ პუნქ „შეგინზე", რომლის გავლით გაიარეს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა და მისმა მომხრეებმა.

„აქ მთელი რიგი დარღვევებია. ახლა ჩვენი ამოცანაა დავაფიქსიროთ ყველა ეს დარღვევა ცხელ კვალზე და პროკურატურას გადავცეთ… ეს არის სარეჟიმო ობიექტზე უკანონო გარღვევა, პოლონურ მხარესთან საერთაშორისო შეთანხმებების დარღვევა, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა, ასევე სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებისთვის ფიზიკური დაზიანებების მიყენება", — ციტირებს სლობოდიანს გამოცემა Украинская правда.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ მომხრეებთამ უკრაინა-პოლონეთის საზღვრის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მივიდა კრაკოვეცში, უკრაინა - Sputnik საქართველო
სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე ფეხით შევიდა

მან დააზუსტა, რომ რომ პროკურატურისთვის მასალების გადაცემას, „გარკვეული დრო დასჭირდება". სლობოდიანმა ასევე განაცხადა, რომ მასალები ეხება არამარტო სააკაშვილს, არამედ ყველა იმ პირს, ვინც საზღვარი გადაკვეთა, მათ შორის დეპუტატებსაც.

სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს. მანამდე ის აცხადებდა, რომ 10 სექტემბერს უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე გამშვები პუნქტ „კრაკოვეცის" გავლით უკრაინაში დაბრუნებას აპირებდა. კვირას მან გეგმები შეცვალა და უკრაინაში მატარებლით გამგზავრება გადაწყვიტა. თუმცა ქვეყანაში მატარებლით შესვლა სააკაშვილმა სარკინიგზო კომპანია Укрзализныця-ს წინააღმდეგობის გამო ვერ შეძლო. საბოლოო ჯამში, სააკაშვილმა საზღვრამდე ავტობუსით მიაღწია, რათა ის გამშვები პუნქტ „შეგინის" გავლით გადაეკვეთა.

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილი მატარებლიდან ავტობუსში გადაჯდა

მომხრეების მხარდაჭერით პოლიტიკოსმა მესაზღვრეებისა და სამართალდამცავების კორდონის გარღვევა და უკრაინის ტერიტორიაზე მოხვედრა შეძლო. ის უკვე ლვოვის მიმართულებით ავტობუსით გაემართა. სლობოდიანმა განაცხადა, რომ სააკაშვილმა საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა, რადგან სასაზღვრო კონტროლი არ გაუვლია.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეს იმით ახსნეს, რომ დოკუმენტების შევსებისას მან მცდარი ინფორმაცია მიუთითა. თავად სააკაშვილი იმ მომეტში აშშ-ში იმყოფებოდა, მოგვიანებით მან მოინახულა პოლონეთი, ლიტვა და უნგრეთი. მას არაერთხელ განუცხადებია, რომ 10 სეტქმბერს უკრაინაში დაბრუნებას აპირებდა. კიევმა განაცადა, რომ ექს-პრეზიდენტის ექსტრდირების შესახებ საქართველოს მოთხოვნას იხილავს.

 

ყველა ახალი ამბავი
0