სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე ფეხით შევიდა

© REUTERS / Valentyn Ogirenkoსაქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ მომხრეებთამ უკრაინა-პოლონეთის საზღვრის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მივიდა კრაკოვეცში, უკრაინა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ მომხრეებთამ უკრაინა-პოლონეთის საზღვრის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მივიდა კრაკოვეცში, უკრაინა - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინის მხრიდან, „შეგინის“ გამშვებ პუნქტზე, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს, მივიდნენ მიხეილ სააკაშვილამდე და ის უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლეს.

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი თავის მომხრეებთან ერთად სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით პოლონეთიდან უკრაინაში გადავიდა. იტყობინება ტელეკომპანია „რუსთავი 2".

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილი თავის მომხრეებთან ერთად უკრაინის საზღვრის სასაზღვრო ზონის შიდა პერიმეტრიდან ფეხით მიემართება ტრანსპორტისაკენ, რათა ყველანი ერთად კიევისკენ გაემართონ. 

კორდონის გარღვევამდე, მესაზღვრეები მიხეილ სააკაშვილსა და რადას დეპუტატებს უცხადებდნენ, რომ საზღვარზე გადასვლა არ შეიძლებოდა, რადგან ტერიტორია დანაღმული იყო და ადგილზე განაღმვითი სამუშაოები მიმდინარეობდა. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0