თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ საკაშვილი, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს, საწყის გეგმას უბრუნდება და უკრაინაში მოხვედრას საავტომობილო გამშვები პუნქტის გავლით შეეცდება.
სააკაშვილმა ადრე განაცხადა, რომ უკრაინაში დაბრუნებას უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე გამშვები პუნქტ „კრაკოვეცის" გავლით აპირებდა. კვირას მან შეცვალა გეგმები და უკრაინაში დაბრუნება მატარებლით გადაწყვიტა. ყოფილი პრეზიდენტის მომხეების უმრავლესობა, რომლებიც მის დახვედრას „კრაკოვეცში" აპირებდნენ, დასახლებულ პუნქტ მოსტისკაში გაემგზავრნენ, სადაც, მათი ინფორმაციით, სააკაშვილი მატარებლიდან უნდა ჩამოესვათ. თუმცა მატარებელი ისევ პოლონეთის ქალაქ პშემისლში დგას.
„საწყის გეგმას ვუბრუნდებით. ყველას ვთავაზობ ჩემთან ერთად გამშვები პუნქტ "კრაკოვეცისკენ" გავემგზავროთ", — განაცხადა საკაშვილმა.
„უკრაინაში კანონიერად შესვლას ვეცდები. ამისათვის უკრაინელ მესაზღვრეებთან კონტაქტში უნდა შევიდე, აქ, სადგურზე, ეს შეუძლებელია", — განუცხადა მან ჟურნალისტებს.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეს იმით ახსნეს, რომ დოკუმენტების შევსებისას მან მცდარი ინფორმაცია მიუთითა. თავად სააკაშვილი იმ მომეტში აშშ-ში იმყოფებოდა, მოგვიანებით მან მოინახულა პოლონეთი, ლიტვა და უნგრეთი. მას არაერთხელ განუცხადებია, რომ 10 სეტქმბერს უკრაინაში დაბრუნებას აპირებდა. კიევმა განაცადა, რომ ექს-პრეზიდენტის ექსტრდირების შესახებ საქართველოს მოთხოვნას იხილავს.