მატარებელი მიხეილ სააკაშვილის "მძევლებით"

© REUTERS / Gleb Garanichიულია ტიმოშენკო და მიხეილ სააკაშვილი
იულია ტიმოშენკო და მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინულ საზღვარზე ქვეყანაში შესვლის მცდელობისას სააკაშვილმა შოუ მოაწყო, მატარებლის მგზავრები უკმაყოფილებას გამოხატავენ

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინის ტერიტორიაზე დაბრუნება ნამდვილ შოუდ აქცია, წერს "Sputnik-ბელარუსი".

პიარ-აქციის მსხვერპლად იქცნენ მოქალაქეები, რომლებიც დანიშნულების ადგილამდე მისვლას იმის გამო ვერ ახერხებენ, რომ საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „კრაკოვეცზე" ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერდა და გაჩერებულია ის მატარებელი, რომელიც ლვოვის გავლით კიევში მიემართება.

მოგვიანებით მატარებლის მგზავრებს ავტობუსით მგზავრობა შესთავაზეს, იუწყება РИА Новости. ხმამაღლა გამოცხადდა, რომ "შექმნილი ვითარების გამო" მატარებლის გასვლა დაგვიანდება. მგზავრებს ურჩიეს მიემართათ სადგურის მორიგესთვის ავტობუსით მგზავრობასთან დაკავშირებით. ბილეთების საფასურის დაბრუნებას მათ უკრაინის ტერიტორიაზე პირდებიან.

მგზავრების ნაწილი მატარებელს ტოვებს, ზოგიერთებმა კი, რომელთა შორის არიან სააკაშვილი და მისი მომხრეები, მატარებელში დარჩენა გადაწყვიტეს.

სააკაშვილმა, რომელიც უკრაინაში დაბრუნების სურვილის შესახებ საუბრობდა, შაბათს განაცხადა, რომ პოლონეთიდან სასაზღვრო პუნქტ „კრაკოვეცის" მიმართულებით მიემგზავრება. მოგვიანებით სააკაშვილი პოლონურ მატარებელ „ინტერსიტიში" ჩაჯდა, მაგრამ მას მატარებლის დატოვება მოსთხოვეს, რადგან უკრაინაში შესვლის უფლება არ ჰქონდა.

პეტრე მამრაძე - Sputnik საქართველო
მამრაძე: აჟიოტაჟი - ნარკოტიკია სააკაშვილისთვის

"წარმოგიდგენიათ, რა ველურ ხალხთან გვაქვს საქმე? მატარებლის გაჩერება უცხოურ ტერიტორიაზე, ევროკავშირში, ასეულობით მგზავრით, იმისათვის, რომ ერთი ადამიანი არ შეუშვან უკრაინაში!" — წამოიძახა მან.

პოლიტიკოსი აცხადებდა, რომ ეს „ევროპულ კანონმდებლობას ეწინააღდეგება" და რომ საკუთარი იურისტების თანხლებით ადგილობრივ პოლიციას მიმართავდა. მან ჟურნალისტებს ადგილზე დარჩენა სთხოვა. ამასთან სააკაშვილს Facebook-ში სანუკვარი მიზნისკენ სწრაფვის შესახებ პოსტების გამოქვეყნებაც არ ავიწყდება.

აღსანიშნავია, რომ არც მძღოლები სკპ „კრაკოვეცზე", არც მატარებლის მგზავრები, რომლითაც საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი საზღვრის გადაკვეთას ცდილობს, მომხდარის გამო განსაკუთრებულ სიხარულს არ განიცდიან. ზოგიერთი მათგანი „გვერდზე სიგარეტს ეწევა", ზოგიერთი კი ჟურნალისტებს იმის შესახებ ესაუბრება, რომ მიხოს დაბრუნებას დიდი სიამოვნებით მიადევნებდა თვალს ტელევიზორიდან ან სულაც არაფერი სცოდნია ამის შესახებ.

 

ყველა ახალი ამბავი
0