თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი საკუთარი თავის ირგვლივ აჟიოტაჟს ხელოვნურად ქმნის, რათა გამუდმებით საზოგადოებისა და მედიის ყურადღების ცენტრში იყოს, მიიჩნევს მართვის სტრატეგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე.
სააკაშვილმა, რომელიც უკრაინაში დაბრუნების სურვილის შესახებ საუბრობდა, შაბათს განაცხადა, რომ პოლონეთიდან ლვოვის ოლქში სასაზღვრო პუნქტ „კრაკოვეცის" მიმართულებით მიემგზავრება. მოგვიანებით სააკაშვილი პოლონურ მატარებელ „ინტერსიტიში" ჩაჯდა, მაგრამ მას მატარებლის დატოვება მოსთხოვეს, რადგან მას უკრაინაში შესვლის უფლება არ ჰქონდა.
„ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პიარის ნაწილია. ის იმ განცხადებებსა და ლოზუნგებს იგონებს, რომლებიც იმ მომენტისათვის მომგებიანია. ყოფილა შემთხვევები, როდესაც იმავე დღეს ან იმავე საათში ცვლიდა საკუთარ ლოზუნგებსა და განცხადებებს, რადგან მას არანაირი პრინციპები და კრედო არ გააჩნია. ამის შესახებ ბევრი თქმულა და დაწერილა, რომ ის არის ლიდერი, რომელსაც ერთდროულად ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების გაკეთება შეუძლია", — განაცხადა მამრაძემ „Sputnik-საქართველოსთან" საუბარში.
მისი თქმით, სააკაშვილი უკრაინაში სინამდვილეში არაფრის მიღწევას არ ცდილობს. მისი მიზანია ყოველთვის ყურადღების ცენტრში ყოფნა.
„როგორც ნამდვილ ნარკომანს სჭირდება ნარკოტიკი, ისე არის მისთვის საჭირო, ამას მისი ფსიქიკა მოითხოვს, რომ სულ ყურადღების ცენტრში იყოს, რომ მის ირგვლივ აჟიოტაჟი იყოს. ყოველი დღე, როდესაც ის მედიის ყურადღების ცენტრში არ არის, ეს მისთვის დიდი ტანჯვა-წამების დღეა. ის მხოლოდ მაშინ ცოცხლობს, როდესაც მის გვერდით არიან კორესპონდენტები, როდესაც მას ტელევიზიით აჩვენებენ, ამისათვის ყველაფერზე წამსვლელია. ახლაც იგივე ხდება", — აღნიშნა მამრაძემ.
ექსპერტის თქმით, სააკაშვილი მაქსიმალურად იყენებს ახალ სტატუსს, რომ მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს. მანამდე სააკაშვილმა განაცხადა, რომ სხვა სახელმწიფოების მოქალაქეობის მიღებას არ აპირებს და მისი მიზანია — მაინც და მაინც უკრაინაში დაბრუნება.
„მას შეეძლო მემართა ჰოლანდიისათვის, მისი მეუღლე ამ ქვეყნის მოქალაქეა. მაგრამ არა. ის ამას მაქსიმალურად იყენებს. რადგან თუ ის სხვა ქვეყნის მოქალაქეობას მიიღებს, მაშინ მისი პიროვნებისადმი სკანდალური ინტერესი დაიკლებს. ის თავდაუზოგავად ოგონებს ახალ-ახალ აქციებს საკუთარი პიარისთვის", — აღნიშნა მამრაძემ.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეს იმით ახსნეს, რომ დოკუმენტების შევსებისას მან მცდარი ინფორმაცია მიუთითა. თავად სააკაშვილი იმ მომეტში აშშ-ში იმყოფებოდა, მოგვიანებით მან მოინახულა პოლონეთი, ლიტვა და უნგრეთი. მან არაერთხელ განაცხადა, რომ 10 სეტქმბერს უკრაინაში დაბრუნებას აპირებდა. კიევმა განაცადა, რომ ექს-პრეზიდენტის ექსტრდირების შესახებ საქართველოს მოთხოვნას იხილავს.