სააკაშვილის მოლოდინში: უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე შეხლა-შემოხლა მოხდა

© AP Photo / Efrem Lukatskyმიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგეებს პოლიციამ ალყა შემოარტყა
მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგეებს პოლიციამ ალყა შემოარტყა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს დაურიგდათ სამკერდე ნიშნები, ვისაც არ აქვს ეს ნიშანი, მოწინააღმდეგედ და პროვოკატორად მიიჩნევა

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე შეხლა-შემოხლა მოხდა, იუწყება РИА Новости-Украина.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. თავად სააკაშვილმა განაცხადა, რომ პოლონეთიდან მიემგზავრება, რათა გამშვები პუნქტ „კრაკოვეცის" გავლით უკრაინის ტერიტორიაზე შევიდეს. მან არაერთხელ განაცხადა, რომ 10 სეტქმბერს უკრაინაში დაბრუნებას აპირებდა. კიევმა განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტის ექსტრადირების საკითხს იხილავს.

მიხეილ სააკაშვილი პოლონეთს ტოვებს - Sputnik საქართველო
სააკაშვილი ბრუნდება - უკრაინა მოლოდინშია

„საზღვრის უკრაინულ მხარეს პირველი შეხლა-შემოხლა მოხდა. სააკაშვილის 100-მდე მომხრე აღშაფოთდა იქ იმ ადამიანების ყოფნამ, რომლებსაც ისინი „ტიტუშკებს" [პროვოკატორებს] უწოდებენ", — ნათქვამია განცხადებაში. სიტუაციაში პოლიცია ჩაერია, მან ალყა შემოარტყა იმ ადამიანებს, რომელბსაც სააკაშვილის მომხრეები პროვოკატორებს უწოდებენ.

მანამდე უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა სააკაშვილის ჩამოსვლის დღეს პოლონეთის საზღვარზე გამშვებ პუნქტებზე მომიტინგეებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა.

ყველა ახალი ამბავი
0