მომიტინგეებმა თბილისში სოროსის ფონდის ოფისს მაშხალები ესროლეს

© Sputnik / Alexander Imedashvili"ქართველთა მარში" არალეგალი მიგრანტების წინააღმდეგ
ქართველთა მარში არალეგალი მიგრანტების წინააღმდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ქართველთა მარშის“ ორგანიზატორები სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებზე გაყიდვის აკრძალვას მოითხოვენ

თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. „ქართველთა მარშის“ ორგანიზატორებმა და მათმა მომხრეებმა თბილისში ესროლეს მაშხალები შენობას, რომელშიც განთავსებულია ფონდ „ღია საზოგადოება — საქართველოს“ ოფისი და ამით  უცხოელებზე მიწის გაყიდვა გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეები მეტრო „რუსთაველთან“ შეიკრიბნენ, საიდანაც ფონდ „ღია საზოგადოება — საქართველოს“ ოფისისკენ გაემართნენ. შეკრებილებმა ფონდის დამაარსებელი ჯორჯ სოროსი ქართული ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებებში დაადანაშაულეს. „ქართველთა მარშის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის სანდრო ბრეგაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება მიწის საკითხში სოროსის პოლიტიკას ატარებს.

უახლოეს პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტი „სასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების შესახებ“ კანონში ცვლილებებს განიხილავს, რომელთა თანახმად უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და უცხოურ ორგანიზაციებზე მიწების გაყიდვის აკრძალვა საქართველოში მოქმედ ბანკებს არ შეეხება.

„ქართველთა მარში“ - Sputnik საქართველო
თბილისის ცენტრში „ქართველთა მარში“ ჩატარდა

"ვითხოვთ პასუხს კითხვაზე, როდესაც ქართული ოცნება შეპირდა ქართულ საზოგადოებრიობას, რომ ქართული მიწა არ გაიყიდებოდა [უცხოელებზე] და ეს იქნებოდა ჩაწერილი კონსტიტუციაში და შესაბამის კანონმდებლობაში, რატომ მოიტყუეს?", — აცხდებს სანდრო ბრეგაძე. 

ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განმარტა, რომ უცხოელებზე მიწის გაყიდვის აკრძალვა არ გაუქმდება. რაც შეეხება ბანკებზე მიწის გაყიდვის ნებართვას, კვირიკაშვილის თქმით, ეს დროებითი ზომაა.

მოგვიანებით მომიტინგეებმა კახა კალაძის საარჩევნო ოფისისკენ გადაინაცვლეს, სადაც საპროტესტო აქცია გამართეს და შენობის პიკეტირება სცადეს.

ადგილზე აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა, რომლის შედეგად აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ლადო სადღობელაშვილი დააკავეს.

ეს პირველი აქცია არ არის, რომელიც „ქართველთა მარშმა“ მოაწყო. ივლისსი აღმაშენებლის გამზირზე რამდენიმე ათასმა ადამიანმა მსვლელობა მოაწყო და საქართველოში არალეგალების ყოფნა გააპროტესტა. „ქართველთა მარშში“ მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, საზოგადო მოღვაწეებმა და რიგითმა მოქალაქეებმა.

 

ყველა ახალი ამბავი
0