თბილისის ცენტრში „ქართველთა მარში“ ჩატარდა

© Sputnik / Alexander Imedashvili„ქართველთა მარში“
„ქართველთა მარში“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქციის მონაწილეები საქართველოდან ყველა იმ არალეგალი მიგრანტისა და უცხოელის გაძევებას მოითხოვდნენ, რომლებიც კრიმინალთან არიან დაკავშირებული.

თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. საქართველოს ტერიტორიაზე უცხოეთის მოქალაქეების უკანონო მოქმედებების წინააღმდეგ აღმაშენებლის გამზირზე  რამდენიმე ათასი ადამიანი გამოვიდა ლოზუნგით „დაიცავი საქართველო“.

© Sputnik / Alexander Imedashviliაღმაშენებლის გამზირზე "ქართველთა მარში" ჩატარდა
Один из плакатов на акции протеста против нелегальных мигрантов “Марш грузин - Sputnik საქართველო
აღმაშენებლის გამზირზე "ქართველთა მარში" ჩატარდა

„ქართველთა მარშში“ მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, საზოგადო მოღვაწეებმა და რიგითმა მოქალაქეებმა.

მარშის მონაწილეები სკანდირებდნენ „გაუმარჯოს საქართველოს“, მათ თამარის ხიდიდან აღმაშენებლის გამზირზე მარჯანიშვილის მოედნამდე ჩაიარეს. გამზირის ამ ნაწილში თურქებისა და არაბების მაღაზიები და კაფეებია განავსებული.

© Sputnik / Alexander Imedashviliმრავალათასიანი აქცია "ქართველთა მარში" არალეგალი მიგრანტების წინააღმდეგ
Многотысячная акция протеста против нелегальных мигрантов “Марш грузин - Sputnik საქართველო
მრავალათასიანი აქცია "ქართველთა მარში" არალეგალი მიგრანტების წინააღმდეგ

მარჯანიშვილის მოედანთან მარშის მონაწილეებს აქციის ორგანიზატორებმა მიმართეს, რომლებმაც მათი მოთხოვნების სპეციალურად მომზადებული პეტიცია წაიკითხეს.

„აქციის მოთხოვნა შემდეგია: რაც შეიძლება იქნას მიღებული მიგრაციის შესახებ კანონი, რომლის თანახმად, გამკაცრდება საქართველოში ბინადრობის უფლების ა და საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პროცესები. დაუყოვნებლივ მოხდეს დეპორტაცია ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი  ყველა არალეგალისა და უცხოელის — კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში უკანონოდ იმყოფებიან“, — გაახმოვანა პეტიციის ტექსტი ერთ-ერთმა ორგანიზატორმა სანდრო ბრეგაძემ.

ამასთან, სანდრო ბრეგაძემ პოლიტიკური მოთხოვნებიც გაახმოვანა — აიკრძალოს საქართველოში ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედება და არასამთვრობო ორგანიზაციების უცხოეთიდან დაფინანსება.

"ქა

აქციის სხვა ორგანიზატორმა გიო კორკოტაშვილმა განაცხადა, რომ ისინი ხელისუფლებას მათი მოთხოვნების შესრულებისთვის ერთთვიან ვადას აძლევენ, რის შემდეგაც რადიკალურ ზომებს მიმართავენ.

© Sputnik / Alexander Imedashviliაქციის პერიოდში გამკაცრებული იყო უსაფრთხოების ზომები
Усиленные меры безопасности во время акции протеста против нелегальных мигрантов “Марш грузин - Sputnik საქართველო
აქციის პერიოდში გამკაცრებული იყო უსაფრთხოების ზომები

„ჩვენ ხელისუფლებას ერთ კვირას ვაძლევთ მას შემდეგ, რაც ისინი პეტიციას მიიღებენ, რათ განცხადება გააკეთონ და ერთ თვეს ჩვენი მოთხოვნების შესასრულებლად. თუ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება რადიკალურ ზომებს მივმართავთ და ეს ლეგალური პროტესტი იქნება — შიმშილობა ან სხვა რამ“, — განმარტა კორკოტაშვილმა.

აქცია დაახლოებით 1,5 საათი გაგრძელდა, რის შემდეგაც აქცია დაიშალა. ამ დროის განმავლობაში აღმშენებლის გამზირზე უსაფრთხოების ზომები იყო გამკაცრებული — მთლიან პერიმეტრს პოლიცია აკონტროლებდა.

ყველა ახალი ამბავი
0