კახეთში უამინდობისგან მიყენებული ზარალი შეიძლება უფრო მასშტაბური ყოფილიყო

© FB / STC Deltaსეტყვის საწინააღმდეგო სისტემა
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სეტყვასაშიში ღრუბლების დამუშავების შედეგად სასოფლო-სამეურნეო ნათესების დიდი ნაწილის გადარჩენა მოხერხდა.

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. სამხედრო სამეცნიერო–ტექნიკური ცენტრი „დელტას“ თანამშრომლებმა კახეთის ექვს რაიონში სეტყვასაშიში ღრუბლები დაშალეს, რის შედეგადაც რეგიონი უფრო დიდი მასშტაბის ზარალს გადაურჩა, ნათქვამია ორგანიზაციის Facebook-გვერდზე.

„დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრმა 11 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში ახმეტის, თელავის, გურჯაანის, ყვარლის, ლაგოდეხისა და დედოფლისყაროს რაიონებში 3,1 ათასი კვადრატული კილომეტრი საერთო ფართობის მქონე სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დაამუშავა.

ძლიერი სეტყვა თელავში - Sputnik საქართველო
ძლიერმა სეტყვამ და ქარიშხალმა თელავის მუნიცეპალიტეტის სოფლებში მოსავალი გაანადგურა

ცენტრის თანამშრომლებმა 18:50 საათიდან 23:10 საათამდე პერიოდში 150 ერთეულამდე სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტა გაისროლეს, რის შემდეგაც აღნიშნულ რაიონებში ნალექი ინტენსიური წვიმის სახით ჩამოიცალა.

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა კახეთში 2015 წელს დამონტაჟდა. მას შეუძლია სეტყვასაშიში ღრუბლების აღმოჩენა და მისი განეიტრალება საწყის სტადიაზე. კახეთის ყველა რაიონში მოწყობილია საცეცხლე წერტილები, გარდა ამისა, განიხილება აღნიშნული დანადგარის სხვა რეგიონებში განთავსების საკითხიც.

მიუხედავად პრევენციული ზომებისა, კახეთში სეტყვამ და ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. მასმედიის მონაცემებით, შვიდ სოფელში დაზიანდა ხეხილის ბაღები, ნათესები და ვენახები.

„ღრუბლის მასების დასახლებული პუნქტების თავზე გადაადგილების გამო ზოგიერთ რაიონში დამუშავება რაკეტის სროლისათვის აკრძალული ზონების არსებობის პირობებში განხორციელდა“, — აღნიშნულია განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0