თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. 11 სექტემბრის ღამით ამოვარდნილმა ქარიშხალმა და სეტყვამ თელავის მუნიცეპალიტეტის რამდენიმე სოფელში ყურძის მოსავალი სრულად გაანადგურა.
„ქარიშხალი დაახლოებით 9:30 საათზე ამოვარდა, ისეთი ხმა იყო თითქოს სახლი თავზე გვექცეოდა, ეგრევე დაიწყო სეტყვა და ზუსტად 10 წუთი გაგრძელდა, თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ სრულად გაენადგურებინა ჩვენი ყურძნის მოსავალი. იგივე მდგომარეობაა ჩვენს მეზობელ სოფლებშიც", — უთხრა Sputnik საქართველოს თელავის მკვიდრმა დარეჯან ხოსროშვილმა.
მისი ინფორმაციით, სეტყვამ თელავის განაპრა დასახლებებს და სოფლებს კურდღელაურსა და ნასამხრალს გადაუარა. ამასთან ამჟამად თელავის ნაწილს შუქი არ მიეწოდება, რადგან ქარიშხლის მიერ მოგლეჯილი ხე ტრანსფორმატორს დაეცა და დააზიანა.
თელავის მკვიდრის თქმით, ამ დროისათვის თელავში ისეთი მშვიდი ამინდი და ვარსკვლავებით მოჭედილი ცაა, თითქოს სტიქია არც კი ყოფილა.
„სტიქიისგან მხოლოდ მიწაზე სქელად მოფანტული სეტყვა და სრულიად განადგურებული ვენახი დარჩა", — თქვა ხოსროშვილმა.
ზარალის ოდენობის დათვლას თელავის მუნიცეპალიტეტში სავარაუდოდ ხვალ დილიდან შეუდგებიან.