კახეთის შვიდ სოფელს გრიგალმა გადაუარა

© Sputnik / Alexander Imedashviliხედი ალაზნის ველზე სიღნაღიდან
ხედი ალაზნის ველზე სიღნაღიდან - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორშაბათ საღამოს უამინდობის გამო თელავისა და ლაგოდეხის რაიონების სოფლები დაზარალდა.

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. კახეთის შვიდ სოფელს წუხელ ძლიერი ქარი და სეტყვა დაატყდა თავს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ძლიერი სეტყვა თელავში - Sputnik საქართველო
ძლიერმა სეტყვამ და ქარიშხალმა თელავის მუნიცეპალიტეტის სოფლებში მოსავალი გაანადგურა

სეტყვამ თელავისა და ლაგოდეხის რაიონების სოფლებში დააზიანა ხილის ბაღები, ვენახები და ნათესები. ამას გარდა, გრიგალმა სახურავი გადახადა გრიშიკაშვილების სახლს.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, უამინდობა დაახლოებით 20 წუთს გრძელდებოდა.

ამჟამად ყველაზე დაზარალებულ ადგილებზე სპეციალური კომისია მუშაობს. უფრო დეტალური სურათი დღის ბოლოს გახდება ცნობილი, განაცხადეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

უამინდობამ — სეტყვამა და ქარმა წუხელ განსაკუთრებით კახეთის სოფლები კურდღელაური და ნასამხრალი დააზიანა. ჯერჯერობით ზარალის ოდენობა უცნობია.

ყველა ახალი ამბავი
0