თბილისის მეტროში ახალი ფორმისა და დიზაინის მოდერნიზებული ვაგონები გამოჩნდება

© Tbilisi City Hallმეტროს შემადგენლობის მოდერნიზებული ვაგონი
მეტროს შემადგენლობის მოდერნიზებული ვაგონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეტროს ახალ მატარებელში შეიცვალა მემანქანის კაბინა და ვაგონის დიზაინი, დამონტაჟდა გარე და შიდა კამერები, ვაგონში უკვე მობილური მოწყობილობის დამუხტვაც შეიძლება.

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მეტროს მგზავრებს 8 განსხვავებული ფორმისა და დიზაინის, სრულიად განახლებული და მოდერნიზებული ვაგონი მოემსახურება, საიდანაც 4 უკვე მზად არის, ხოლო კიდევ 4 ოქტომბრის დასაწყისში იქნება მზად, იტყობინება მერიის პრეს-სამსახური.

"დღეს მოხდა ახალი მატარებლის პირველადი ტესტირება. ვაგონი არის მოდერნიზებული და ძალიან კომფორტული. დარწმუნებული ვარ, რომ მგზავრებს მოეწონებათ და გაცილებით უფრო კომფორტულად იმგზავრებენ, ვიდრე ადრე მგზავრობდნენ. ეტაპობრივად დაგეგმილია ყველა ვაგონის მოდერნიზაცია", — განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

თბილისის მეტროსადგური ახმეტელი - Sputnik საქართველო
თბილისში ახალი მეტროსადგურის გახსნა ოქტომბრის დასაწყისში იგეგმება

დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ ეს არის პირველი მატარებელი, რომელსაც სრული მოდერნიზაცია ჩაუტარდა, და მნიშვნელოვანია ის, რომ მატარებელი მეტროს ახალი სადგურის გახსნისთანავე შევა ექსპლუატაციაში.

ვაგონების განახლება თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მფლობელობაში არსებული ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანაში მოხდა.

მოდერნიზაციის ფარგლებში შეიცვალა მემანქანის კაბინის ფორმა და გაიზარდა მისი მოცულობა, რამაც შექმნა დამატებითი სივრცე მემანქანისთვის. კაბინა აღიჭურვა თანამედროვე ტიპის მართვის პულტით. ასევე შეიცვალა ვაგონების გარე და შიდა დიზაინი და ფერები. სალონში ძველი სანათები ახალი, დიოდური სანათებით შეიცვალა, დამონტაჟდა გარე, ბაქნის საკონტროლო კამერები, ასევე ვაგონებში შიდა დაკვირვების კამერები. მგზავრების კომფორტისთვის ვაგონებში განთავსდა სპეციალური მონიტორები და მობილური მოწყობილობების დასატენი USB შესაერთებლები. ძველი ტიპის მექანიკური, კონტაქტორული დეტალები სრულად შეიცვალა თანამედროვე სტანდარტების მიკროპროცესორული სქემებით აღჭურვილი კვანძებით.

აღნიშნული 8 ვაგონის გარდა, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2017 წელს კაპიტალური რემონტი 16 ვაგონს ჩაუტარა. წლის ბოლომდე დამატებით კიდევ 12 ვაგონის განახლება იგეგმება.

ყველა ახალი ამბავი
0