თბილისში ახალი მეტროსადგურის გახსნა ოქტომბრის დასაწყისში იგეგმება

© FB / Tbilisi City Hall თბილისის მეტროსადგური "ახმეტელი"
თბილისის მეტროსადგური ახმეტელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამჟამად მეტროს ახალ სადგურში ტესტ-გამოცდა მიმდინარეობს. მისი დამთავრების შემდეგ სადგური 4-5 დღეში გაიხსნება

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენის ახალი სადგური საბურთალოს ხაზზე "უნივერსიტეტი", სავარაუდოდ, მაქსიმუმ ოქტომბრის დასაწყისში გაიხსნება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

რიგით 23-ე მეტროსადგურის მშენებლობა 22 წლის განმავლობაში დაკონსერვებული იყო. სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის ივლისში განახლდა. პროექტი ხორციელდება აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით. მისი ღირებულება 83 მილიონ ლარზე მეტია.

თბილისის მეტრო - Sputnik საქართველო
განახლებული მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი" გაიხსნა

"სატესტო რეჟიმი 20 სექტემბრისთვის დასრულდება. ამის შემდეგ სადგური 4-5 დღეში გაიხსნება. ვვარაუდობთ, რომ სადგური სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში გაიხსნება", — განაცხადა ფონდის პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.

"უნივერსიტეტის" შესასვლელ-გასასვლელები განთავსდება ვაჟა-ფშაველას პროსპექტსა და სანდრო ეულის ქუჩაზე.

საქართველოს დედაქალაქში მეტრო 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა და ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში რიგით მეოთხე იყო — მოსკოვის, პეტერბურგისა და კიევის შემდეგ.

თბილისის მეტროპოლიტენის ბოლო სადგური 2000 წელს გაიხსნა. ამჟამად თბილისში 22 მეტროსადგური ფუნქციონირებს, რომელიც 2 ხაზზეა განლაგებული — ახმეტელი-ვარკეთილის და საბურთალოს ხაზი. მეტროპოლიტენის ხაზების საერთო სიგრძე 56 კილომეტრია.

 

ყველა ახალი ამბავი
0