განახლებული მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი" გაიხსნა

© FB / Tbilisi City Hallთბილისის მეტრო
თბილისის მეტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთი წლის განმავლობაში რამდენიმე მეტროსადგურში სარემონტო და გამაგრებითი სამუშაოები ჩატარდა.

თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. დღეიდან მგზავრებს სრულად განახლებული და გარემონტებული „ახმეტელის თეატრის" სადგური მოემსახურება, ნათქვამია დედაქალაქის მერიის განცხადებაში.

აღნიშნული სადგურის რეაბილიტაცია 2016 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც განახლდა სადგურის ქვედა და ზედა ვესტიბიულების ინტერიერი, გარემონტდა დახრილი გვირაბი, გაიწმინდა იატაკის გრანიტი და მარმარილო. სადგურში დამონტაჟდა ახალი საოპერატორო ჯიხურები და ტურნიკეტები. ასევე შეიცვალა მეტროსადგურში განთავსებული მიმართულების მაჩვენებლები.

© FB / Tbilisi City Hallმეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“
Станция тбилисского метро Театр Ахметели - Sputnik საქართველო
მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“

„მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში" მოცულობითი სამუშაოები ჩატარდა, რათა სადგური იყოს უფრო უსაფრთხო, მეტად დაცული და კომფორტული. შესაბამისად, ჩვენი თანამოქალაქეებიც ხედავენ, რომ სადგური უფრო მეტად გალამაზდა, მოწესრიგდა, აღიჭურვა თანამედროვე საშუალებებით, რომელიც უსაფრთხოების თვალსაზრისით ერთიან სათვალთვალო სისტემასთან არის მიერთებული", — განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

შეგახსენებთ, რომ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ", 2016 წლიდან დაიწყო მეტროს სადგურების განახლების პროექტი. უახლოეს დღეებში დასრულდება „ვარკეთილის" რეაბილიტაცია, სადგურ „ავლაბარს" ჩაუტარდა გამაგრებითი სამუშაოები.

© FB / Tbilisi City Hall მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“
Станция тбилисского метро Театр Ахметели - Sputnik საქართველო
მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“

თბილისის მეტროპოლიტენი ყოველდღიურად დაახლოებით 290 ათას მგზავრს ემსახურება. თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაში, მგზავრთა რაოდენობის მიხედვით, მას მესამე ადგილი უკავია სამარშრუტო მიკროავტობუსებისა და ავტობუსების შემდეგ.

საქართველოს დედაქალაქში მეტრო 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა და ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში რიგით მეოთხე იყო — მოსკოვის, პეტერბურგისა და კიევის შემდეგ.

ამჟამად თბილისში მეტროს 22 სადგური ფუნქციონირებს, რომელიც ორ ხაზზეა განლაგებული — ახმეტელი-ვარკეთილის და საბურთალოს ხაზებზე. მეტროპოლიტენის ხაზების საერთო სიგრძე 56 კილომეტრია.

 

ყველა ახალი ამბავი
0