თბილისის ცენტრში მამაკაცი მოკლეს: მიმდინარეობს გამოძიება

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების ბრიგადა
სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაუდასტურებელი ინფორმაციით, მამაკაცი რუსეთში მკვლელობისთვის იძებნებოდა.

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. ორთაჭალაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия უწყების პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

ბოსფორის სრუტე - Sputnik საქართველო
თურქეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ავტომობილში მოკლეს. თვითმხილველების თქმით, ის რესტორანში იმყოფებოდა მამაკაცთან ერთად, რომლის ვინაობა დადგენილი არ არის. რესტორნიდან გამოსვლისას მათ ერთმანეთს სროლა აუტეხეს. გაისმა რვა გასროლის ხმა.

მამაკაცი, სავარაუდოდ, აზერბაიჯანელი იყო, რომელიც რუსეთში მკვლელობისთვის იძებნებოდა.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების მუხლებით.

ყველა ახალი ამბავი
0