ქართულმა „ბრილიანტის ხმებმა“ უკრაინული X-Factor-ის ჟიური გააოცეს

© photo: Sputnikუკრაინულ X-Factor-ზე ქარტული ჯგუფი Diamonds-ი მღერის
უკრაინულ X-Factor-ზე ქარტული ჯგუფი Diamonds-ი მღერის - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინულ X-Factor-ზე ქართველი შემსრულებლების მორიგი წარმატება - ამჯერად ჟიურიმ „კი“ ჯგუფ Diamonds-ს უთხრა

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. უკაინაში X-Factor-ის მერვე სეზონის კასტინგზე ქართული ვოკალური კვინტეტი Diamonds-ი ნამდვილ სენსაციად იქცა.

ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაში სამი ბიჭი და ორი გოგო შედის, ოდესაში პროექტის მეორე მოსმენისთვის ეპიკური ნაწარმოები О Fortuna შეარჩია. ეს არის XIII საუკუნის დასაწყისში დაწერილი ლათინური ლექსი, ერთგვარი ჩივილი ბედსა და ფორტუნაზე.

1935-1936 წლებში გერმანელმა კომპოზიტორმა კარლ ორფმა ამ ლექსზე მუსიკა დაწერა, რომელიც კანტატა Carmina Burana-ს ხსნის და ასრულებს. ორფის ნაწარმოებმა უზარმაზარი პოპულარობა მოიპოვა, მას ხშირად ასრულებდნენ კლასიკური მუსიკოსები, ანსამბლები და პოპულარული არტისტები.

Diamonds-მა ეს კომპოზიცია ძლიერად და ლამაზად შეასრულა. შემსრულებლებმა ჟიურის წევრების შესაბამისი შეფასებები დაიმსახურეს.

ლელა ჯავახია - Sputnik საქართველო
X-Factor: როგორ გადაიქცა ქართველი დიასახლისი ჯაზ-დივად

„ბევრის თქმა არ შემიძლია. მადლობა, რომ ჩამოხვედით და მოგვასმენინეთ თქვენი შედევრალური ხმები", — განაცხადა ჟიურის წევრმა ოლეგ ვინიკმა და ახალგაზრდებს თავისი „კი" აჩუქა.

„ბავშვებო, ეს შთამბეჭდავი იყო! რა თქმა უნდა, კი", — განაცხადა ნასტია კამენსკიხ.

„როდესაც არსებობს ერთბაშად ხუთი შესანიშნავი ხმა, ყველაფერი შესაძლებელია. მე გეუბნებით "კის", — დასძინა დმიტრი შუროვმა.

ანდრეი დანილკო დაეთანხმა კოლეგებს და კონკურსანტებს საკუთარი ხმა მისცა.

ჯგუფი Bani - Sputnik საქართველო
მსოფლიო ჰიტებზე ქართული ქავერების ტოპ-ათეული

ჯგუფის წევრების თქმით, ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობენ, თითქმის ოცი წელი. „ბავშვობიდან ვმხერით. ჩვენი ხელმძღვანელი ბრილიანტებს გვეძახდა, ამიტომ ჯგუფს სახელი Diamonds შევურჩიეთ", — განაცხადეს შოუზე ქართველმა მომღერლებმა.

მათი თქმით, უკრაინული Х-Factor-ის მერვე სეზონში მონაწილეობა მათ ნინო ქათამაძემ ურჩია, რომელიც გასულ წელს უკრაინაში ამ პროექტის ჟიურის წევრი იყო. ქათამაძემ ურჩიათ: „თქვენ ამას შეძლებთ და აუცილებლად ფინალამდე მიაღწევთ!"

ქართველი „ბრილიანტები" უკრაინულ X-Factor-ზე — არც ისე იშვიათი შემთხვევაა. სხვადასხვა წლებში ამ პროექტზე უკრაინაში უამრავმა ქართველმა შემსრულებელმა გაიბრწყინა — ალექსანდრე ლომიამ, ნინი ნუცუბიძემ, ბესო ნემსაძემ, თათია კობალაძემ და ჯგუფმა Sparkle.

 

ყველა ახალი ამბავი
0