ავთანდილ ხურციძის სასამართლო პროცესი ნოემბრამდე გადაიდო

© Facebook / Avtandil Khurtsidzeავთანდილ ხურციძე
ავთანდილ ხურციძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ში დაკავებული ქართველ სპორტსმენის ავთანდილ ხურციძის სასამართლო პროცესი ნოემბრამდე გადადეს

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ში დაკავებული ქართველი სპორტსმენის ავთანდილ ხურციძის სასამართლო პროცესი ნოემბრამდე გადაიდო, ამის შესახებ ინფორმაცია "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველ არხს მისმა მეგობრებმა მიაწოდეს, რომლებიც აშშ-ში პროცესს უნდა დასწრებოდნენ.

ხურციძე იმ 33 ადამიანს შორის აღმოჩნდა, რომელთაც ნიუ–იორკის პროკურატურამ ივნისში დანაშაულებრივი სინდიკატის წევრობის ბრალდება წაუყენა. სულ ამ საქმეზე 15 ქართველი დააკავეს. ისინი რუსეთის "კანონიერ ქურდთან" რაჟდენ შულაიასთან კავშირში არიან მხილებული.

ხურციძის მეგობარი, მერაბ დვალიშვილი აცხადებს, რომ სხდომის გადადების გადაწყვეტილება მოსამართლემ იმით ახსნა, რომ ქართველი მოკრივის საქმე ცალკე საქმედ გამოყო.

დვალიშვილი ასევე აცხადებს, რომ მორიგი სასამართლო პროცესი ნოემბერში გაიმართება და ხურციძე ამ პროცესზე ერთადერთი ბრალდებული იქნება.

ავთანდილ ხურციძე - Sputnik საქართველო
აშშ-ში დაკავებულ მოკრივე ხურციძეს ადვოკატის ფული არ აქვს

რაც შეეხება გირაოთი გათავისუფელბას, ხურციძემ გირაოზე უარი თავად თქვა.

პირველი არხის კითხვას, რატომ გადაიფიქრა დაკავებულმა გირაოს გადახდა და თავდები პირების დახმარება, სპორტსმენის მეგობარი პასუხობს, რომ ხურციძეს გარეთ ყოფნის შემთხვევაში, აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურთან პრობლემები შეექმნებოდა.

გარდა ამისა, დვალიშვილის თქმით, ხურციძეს გამართლების იმედი აქვს.

დვალიშვილი ამბობს, რომ სპორტსმენმა მეგობრებს საკუთარი გზავნილი გავრცელება სთხოვა: „ავთომ მითხრა, თავისი გულშემატკივრებისთვის და ახლობლებისთვის გადამეცა, რომ ის გათავისუფლდება როგორც მართალი, არანაირი შეწყალებით ან რამე მსგავსით, რომ ის გამოვა მართალი და ამას ყველა დაინახავს“.

ხურციძე მსოფლიოს დროებითი ჩემპიონი იყო WBO International-ის ვერსიით. 8 ივლისს ხურციძე ბრიტანელ მოკრივე ბილი ჯო სონდერსს ლონდონში უნდა შეხვედროდა და WBO International-ის ვერსიით მსოფლიო ჩემპიონის ქამრისთვის ებრძოლა, თუმცა შეჯიბრება გაუქმდა. კრივის მსოფლიო ორგანიზაციამ (WBO) ქართველ სპორტსმენს მსოფლიოს დროებითი ჩემპიონის ტიტული ჩამოართვა.

ავთანდილ ხურციძე - Sputnik საქართველო
ავთანდილ ხურციძეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ჩამოართვეს

როგორც გამოძიება ამტკიცებს, ე.წ. კანონიერმა ქურდმა შულაიამ აშშ-ში ბრაიტონ-ბიჩიდან ლას-ვეგასამდე შექმნა მსხვილი დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომელიც დაკავებული იყო ქრთამების მიცემით, აზარტული თამაშებითა და დაქირავებული მკვლელობებით. გამოძიება ამტკიცებს, რომ დანაშაულებრივმა დაჯგუფებამ მოაწყო პოკერის სათამაშო არალეგალური კლუბები ნიუ-იორკის ბრაიტონ-ბიჩის რაიონში, სადაც საბჭოთა კავშირიდან გამოსული ემიგრანტები ცხოვრობენ. ამავე დროს გადახდისუუნარო მოთამაშეებს შულაიას დაჯგუფებაში ითრევდნენ.

დამნაშავეები შეეცადნენ ატლანტიკ-სიტისა და ფილადელფიაში სამორინეების სისტემები გაეტეხათ, რათა სლოტ-მანქანები დაეპროგრამებინათ. ჯგუფი ასევე შეეცადა ღამის კლუბის გახსნას და იქ ნარკოტიკების გაყიდვის ორგანიზებას. ჯგუფის წევრები სხვადასხვა კომპანიების ტვირთებს იტაცებდნენ, კერძოდ, დადგენილია 5 ტონამდე შოკოლადის ნაწარმის პარტიის გატაცების ფაქტი.

გამოძიების მტკიცებით, დაჯგუფების წევრებს ყალბი დოკუმენტები ჰქონდათ და ისინი სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლების მოსყიდვას ცდილობდნენ.

დაკავებულებს ბრალი წაყენებული აქვთ სხვადასხვა მუხლებით – შეთქმულება შეკვეთილი მკვლელობის მიზნით, გამოძალვა, თაღლითობა, გატაცება.

 

ყველა ახალი ამბავი
0