შეუშვებს თუ არა უკრაინა სააკაშვილს?

© AFP 2024 / JANEK SKARZYNSKIსაქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
10 სეტქმბერს "კრაკოვეცის" გამშვები პუნქტის გავლით საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის უმცროს შვილთან ერთად უკრაინაში დაბრუნებას აპირებს.

10 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას აპირებს. უკრაინის ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს, რა მოუხერხოს ადამიანს, რომელსაც ერთის მხრივ, ქვეყანაში შესვლა აეკრძალა, და მეორეს მხრივ, არსებობს საქართველოს მოთხოვნა მისი დაკავებისა და ექსტრადირების.

უკაინაში შესვლის შემდეგ სააკაშვილი მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის გასაჩივრებას აპირებს.

„უკრაინაში მაქვს სახლი, ვარ უკრაინული პოლიტიკური პარტიის ლიდერი, ბოლო წლებში ვცხოვრობდი უკრაინაში და მაქვს უფლება დავბრუნდე და პოროშენკოს ბრძანებულება უკრაინულ სასამართლოში გავასაჩივრო", — აცხდებს სააკაშვილი.

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძემ სააკაშვილის დახასიათება მოიფიქრა

უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე უკვე იკრიბებიან როგორც სააკაშვილის მომხრეები, ისე მოწინააღმდეგენი. „კრაკოვეცის" გამშვები პუნქტის მოშორებით ქარვები იშლება.

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა სააკაშვილის ჩასვლის გამო მოქალაქეებისთვის საგანგებო გაფრთხილება გაავრცელა.

„მგზავრების საყურადღებოდ: "კრაკოვეცის" გამშვებ პუნქტთან მასობრივი შეკრებების შესაძლო ჩატარებასთან დაკავშირებით 9-12 სექტემბრის პერიოდის განმავლობაში უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური გირჩევთ მარშრუტის სხვა გზები აირჩიოთ, რათა თავიდან აიცილოთ დისკომფორტი", — ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მიხეილ სააკაშვილმა კი Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნა ფოტო წარწერით: „მორჩა, მივდივართ კრაკოვეცში, უკრაინაში", სადაც უმცროს ვაჟთან, ნიკოლოზ სააკაშვილთან ერთად არის გადაღებული.

სააკაშვილის თქმით, საზღვრამდე მას ათასობით ადამიანი გაყვება და ამ მოვლენას წამყვანი მედია-საშუალებები გააშუქებენ.

სააკაშვილმა არ გამორიცხა, რომ საზღვრამდე მას შეიძლება ევროდეპუტატებიც გაყვნენ. საზღვარზე კი მას უკრაინის ოპოზიციონერები იულია ტიმოშენკო და ანატოლი გრიცენკო უნდა დახვდნენ.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველმა არხმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ პავლო კლიმკინს, სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებასთან დაკავშირებით კითხვები დაუსვა.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
უკრაინამ საქართველოსგან სააკაშვილის დაკავებისა და ექსტრადიციის შესახებ მოთხოვნა მიიღო

პავლო კლიმკინის განცხადებით, მისი ქვეყანა სამართლებრივ გადაწყვტილებას მიიღებს. კონკრეტულად კი, ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის შეშვების საკითხი მესაზღვრეების გადასაწყვეტია. ექსტრადიციის თემასთან დაკავშირებით, საქმეში, აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი უწყებები ჩაერთვებიან.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, არ აქვს მნიშვნელობა, პირი რომელი პოლიტიკური ველის მოთამაშეა. კლიმკინი ხაზს უსვამს, რომ მთავარია კანონის უზენაესობა.

ყველაფერი კი ხვალ, 10 სექტემბერს გაირკვევა, როდესაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი „კრაკოვეცის" გამშვები პუნქტის გავლით უკრაინაში შესვლას შეეცდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0