ბურჯანაძემ სააკაშვილის დახასიათება მოიფიქრა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან საქართველოში ექსტრადირების შესაძლებლობაზე საუბრისას ნინო ბურჯანაძემ მას „პოლიტიკური ცხოველი“ უწოდა.

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერმა, ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში შესაძლო ექსტრადირებაზე კომენტარი გააკეთა და მას „პოლიტიკური ცხოველი“ უწოდა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უკრაინის იუსტიციის სამინისტროს მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და ექსტრადიციის თაობაზე 1 სექტემბერს მიმართა. უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ სერგეი პეტუხოვმა განაცხადა, რომ უკრაინამ მიიღო საქართველოს მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის ძებნის, დაკავებისა და ექსტრადიციის თაობაზე.

„მიხეილ სააკაშვილს ძალიან კარგად ესმის, რომ მისი პოლიტიკური გადარჩენის ერთადერთი გზა არის დღეს უკრაინაში დაბრუნება და, უფრო მეტიც, თუ საქმე იქამდე მივა, რომ სააკაშვილი საქართველოში უნდა ჩამოვიდეს და დაიჭერენ, სააკაშვილი ჩაჯდება. მოგვწონს თუ არა, აშკარაა, რომ სააკაშვილი გახლავთ პოლიტიკური ცხოველი", — განაცხადა ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძემ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცა

სააკაშვილმა საქართველო გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ 2013 წელს დატოვა. საქართველოში მის წინააღმდეგ აღძრულია ოთხი სისხლის სამართლის საქმე, მასზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნაა გამოცხადებული.

სააკაშვილზე საუბრისას ბურჯანაძემ სააკაშვილს მშიშარა უწოდა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ მას საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური ყნოსვა აქვს. აქედან გამომდინარე, ის საკმაოდ კარგად ხვდება შექმნილ სიტუაციას.

ბურჯანაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას არ სურს სააკაშვილის ექსტრადირება, რადგან ეს, მისი თვალსაზრისით, ბიძინა ივანიშვილს არ აწყობს.

„ბიძინა ივანიშვილს სააკაშვილის დაჭერა და მისი პასუხისგებაში მიცემა რომ სდომებოდა, ამას გაცილებით ადრე გააკეთებდა. სააკაშვილის დაჭერა ერთგვარი რეაბილიტაციაა, რაც ძალიან კარგად იცის ივანიშვილმა", — განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
უკრაინამ საქართველოსგან სააკაშვილის დაკავებისა და ექსტრადიციის შესახებ მოთხოვნა მიიღო

ამჟამად სააკაშვილს არც ერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვს. 2015 წლის დეკემბერში მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა, ვინაიდან მანამდე, იმავე წლის მაისში უკრაინის მოქალაქე გახდა. უკრაინაში ის ოდესის ოლქის გუბერნატორად დაინიშნა, თუმცა 2016 წლის ნოემბერში სააკაშვილი თანამდებობიდან სკანდალით გადადგა — მან პოროშენკო რეგიონში დანაშაულებრივი კლანების მფარველობაში დაადანაშაულა, დააარსა ოპოზიციური პარტია "ახალი ძალები" (Рух новых сил) და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბრძოლა დაიწყო.

ივლისში, როდესაც სააკაშვილი აშშ-ში იმყოფებოდა, უკრაინის ხელისუფლებამ მას მოქალაქეობა ჩამოართვა. ეს გადაწყვეტილება მათ იმით ახსნენს, რომ სააკაშვილმა მოქალაქეობის მიღების მიზნით ანკეტის შევსებისას მიუთითა მცდარი ინფორმაცია, თითქოს მასზე საქართველოში სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ ყოფილა. სააკაშვილმა, თავის მხრივ, უკრაინის ხელისუფლებას მისი ხელმოწერის გაყალბებაში დასდო ბრალი.

სააკაშვილი ბოლო დროს პოლონეთში იმყოფება და აცხადებს, რომ 10 სექტემბერს „კრაკოვეცის“ გამშვები პუნქტის გავლით უკრაინაში დაბრუნებას აპირებს.

ყველა ახალი ამბავი
0