თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. საქართველომ უკრაინულ მხარეს გაუგზავნა მოთხოვნა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის ძებნის, დაკავებისა და ექსტრადიციის შესახებ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости იუსტიციის მინისტრის მოადგილე სერგეი პეტუხოვის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
"უკრაინამ მიიღო მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის, ძებნის, დაკავებისა და ექსტრადიციის თაობაზე, საქართველოს მთავარი პროკურატურის მოთხოვნა მიმართულია უკრაინის იუსტიციის სამინისტროსა და გენერალური პროკურატურისადმი", — განაცხადა პეტუხოვმა ბრიფინგზე.