სამართალდამცველებმა ხე-ტყის უკანონო რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს

© FB / Dato Shalikashviliმოჭრილი ხე
მოჭრილი ხე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებთ მიმდინარეობს გამოძიება. საქმე რამდენიმე მუხლით არის აღძრული.

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა უკანონოდ ხე-ტყის პირველადი გადამუშავების, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის, ასევე სალიცენზიო პირობების დარღვევით სამეწარმეო საქმიანობის და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული საშეშე მერქნის ფლობის ფაქტები გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ხეების გაჩეხვა - Sputnik საქართველო
პოლიციამ ბორჯომსა და ადიგენში ხე-ტყის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტები გამოავლინა

შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე 1983 წელს დაბადებული კ.ც. ამხილეს. მისი ავტომობილიდან სამართალდამცველებმა 1,5 კუბომეტრი წიწვოვანი ჯიშის ხის მასალა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს, რომელიც მას ბორჯომიდან თბილისის მიმართულებით უსაბუთოდ გადაჰქონდა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 192-ე მუხლით აღიძრა, რაც სალიცენზიო პირობების დარღვევას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. 

ასევე დანაშაულებრივი გზით მოპოვებული საშეშე მერქნის ფლობის ფაქტზე სამართალდამცველებმა 1982 წელს დაბადებული ლ.ქ. ამხილეს და მისი კუთვნილი "ფორდ ტრანზიტიდან" 3 კუბომეტრი საშეშე მერქანი ამოიღეს, რომელიც მას გორის რაიონის სოფელ ღვარებიდან ხიდისთავის მიმართულებით უსაბუთოდ გადაჰქონდა. გამოძიება დანაშაულებრივი გზით მოპოვებული საშეშე მერქნის ფლობის ფაქტზე სსკ-ის 186-ე მუხლით მიმდინარეობს.

ხეების გაჩეხვა - Sputnik საქართველო
საქართველოში ხე-ტყის უკანონო გაჩეხვის 38 ფაქტი გამოვლინდა

ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე სამართალდამცველებმა 1982 წელს დაბადებული თ.ა. ამხილეს, რომელსაც გორში 22 კუბომეტრი წიწვოვანი ხის დახერხილი ფიცარი გადაჰქონდა. გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლით მიმდინარეობს.

ამას გარდა, პოლიციამ ხე-ტყის პირველადი გადამუშავების, ხე-ტყის ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტებზე ოთხი პირი ამხილა.

ოთხივე შემთხვევაზე მხილებულები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 182-ე მეორე პრიმა მუხლის მეორე და მეოთხე ნაწილით დაჯარიმდნენ (ხე-ტყის პირველადი გადამუშავების, ხე-ტყის ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის მოთხოვნათა დარღვევა).

ყველა ახალი ამბავი
0