თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. შსს-ს თანამშრომლებმა სამცხე-ჯავახეთში 12 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე ხე-ტყის უკანონო გაჩეხვისა და ხე-ტყის მასალის ტრანსპორტირების 38 ფაქტი გამოვლავლინეს, ნათქვამია უწტების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
სამართალდამცველებმა, მხილებულების ავტომანქანებიდან, ახალქალაქში — უსაბუთო ხის მასალა, ბორჯომში — უკანონოდ გაჩეხილი, ნაძვის ჯიშის მრგვალი მორები, ახალციხესა და ბორჯომში კი, ადგილობრივების კუთვნილი სახერხი საამქროებიდან, უკანონოდ მოჭრილი მრგვალი მორები ამოიღეს.
დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები. დაკავებების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 303-ე მუხლით, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლით და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 128-ე მუხლით ("საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვისა და ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევა").
ამ დროს ტყეებს ხანზრები ანადგურებს. ცეცხლთან ბრძოლაში საქართველოს პერიოდულად ეხმარებიან უკრაინა, სომხეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი და ირანი.
შაბათს აღმოსავლეთ საქართველოში ახალი ხანძრები გაჩნდა. კახეთში კოხტას მთაზე ცეცხლი გაჩნდა, ხანძარია სოფელ შილდას მახლობლად ტყის მასივში. გარდს ამისა, ყაზბეგში სოფელ ჯუთას ალპურ ზონაშიც ბალახი იწვის.