ირანი საქართველოს ტყის ხანძრის ჩაქრობაში ეხმარება

© FB / Ministry of Internal Affairs of Georgiaშსს–ს ვერტმფრენი ტყის ხანძრის ჩაქრობისას
შსს–ს ვერტმფრენი ტყის ხანძრის ჩაქრობისას - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეხანძრეები ებრძვიან ცეცხლის ახალ კერებს, რომლებიც აღმოსავლეთ საქართველოში სხვადასხვა ადგილას გაჩნდა

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. ხანძარს თელავის რაიონში, კოხტას მთაზე აქრობს საქართველოს შსს–ს ერთი და ირანის მიერ გამოგზავნილი ორი ვერტმფრენი, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия შსს–ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით.

ხანძარი კოხტას მთაზე შაბათ დილით გაჩნდა, ავიაციის ჩართვა რთული რელიეფის გამო გახდა აუცილებელი. ამ დროისთვის ადგილზე მუშაობს დაახლოებით 100 მეხანძრე. ტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს თელავის აეროპორტშიც.

"ეს არის უკვე კავკასიონის ქედი, აბსოლუტურად მიუვალი ადგილია, სახმელეთო ტექნიკის გამოყენება შეუძლებელი არის. მაშველები, რომლებიც დილაადრიან არიან გასულები უკვე ადგილზე, დიდი პრობლემებით აღწევენ ადგილამდე", – განუცხადა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა ტელეკომპანია Rustavi2–ს.

ხანძრის ჩაქრობა - Sputnik საქართველო
თელავის მახლობლად კოხტას მთაზე ხანძარია

იწვის ასევე ტყე ყვარლის რაიონის სოფელ შილდასთან. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, რომ ადგილზე უკვე იმყოფებიან მეხანძრეები და ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ.

შაბათს ხანძარი გაჩნდა ასევე ყაზბეგის რაიონის სოფელ ჯუთაშიც. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მონაცემებით, იწვის ბალახი ალპურ ზონაში. ხანძრის მასშტაბები მცირეა, ადგილზე მობილიზებულია ათამდე მეხანძრე.

რაც შეეხება ხანძარს აბასთუმნის ტყეში, რომელიც სამშაბათს გაჩნდა, გუშინ ის მთლიანად ლოკალიზებული იყო. მისი ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის.

ყველა ახალი ამბავი
0