თელავის მახლობლად კოხტას მთაზე ხანძარია

© REUTERS / Edin Tuzlakხანძრის ჩაქრობა
ხანძრის ჩაქრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამგებლის ვარაუდით, ხანძრის გაჩენის მიზეზი ღამით ძლიერი ჭექა-ქუხილის დროს მეხის ჩამოვარდნა შეიძლება გამხდარიყო.

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. თელავის მუნიციპალიტეტში, ართანის მახლობლად კოხტას მთაზე ხანძარია, იუწყება „საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი.

როგორც თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლმა ბესიკ გაიპარაშვილმა განაცხადა, მთაზე ხანძრის ჩაქრობისთვის დასახმარებლად ვერტმფრენი მოითხოვეს, რადგან ცეცხლის ადგილამდე ტექნიკის მისვლა შეუძლებელია.

მისივე განცხადებით, ტყეში ხანძრის ორი კერაა. დამწვარია ერთი ჰექტარი, დიდ ფართობზე ხანძრის გავრცელების საშიშროება დიდია. მისივე ვარაუდით, ხანძრის გაჩენის მიზეზი ღამით ძლიერი ჭექა-ქუხილის დროს მეხის ჩამოვარდნაც შეიძლება გამხდარიყო.

მთაზე კვამლი მოსახლეობამ დილით შენიშნა და შესაბამის სამსახურს შეატყობინეს.

„ცეცხლის ადგილამდე ტექნიკის მისვლა შეუძლებელია, მთაზე ასასვლელად 5 კილომეტრი ფეხით არის სავალი", — განუცხადა ჟურნალისტებს კახეთის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსმა ნიკა ყლარტიაულმა.

ყველა ახალი ამბავი
0