პოლიციამ ბორჯომსა და ადიგენში ხე-ტყის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტები გამოავლინა

© photo: Sputnik / Konstantin Chalabovხეების გაჩეხვა
ხეების გაჩეხვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველებმა უკანონოდ მოპოვებული ხის მორები ამოიღეს და უკანონო სახერხი საამქრო დალუქეს.

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბორჯომისა და ადიგენის რაიონებში ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე ოთხი პირი გამოავლინეს, ხოლო ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტზე 1 პირი ამხილეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა მხილებულების ავტომანქანებიდან უკანონოდ მოპოვებული ხის მრგვალი მორები და სამასალე ფიცრები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს, ხოლო ბორჯომში გამოვლენილი უკანონო სახერხი საამქრო დალუქეს.

გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვისა და ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტებზე საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ოთხ წლამდე ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0