"საბავშვო ევროვიზია 2017"-ზე საქართველოს გრიგოლ ყიფშიძე წარადგენს

© FB/ Grigol Kipshidzeგრიგოლ ყიფშიძე
გრიგოლ ყიფშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„საბავშვო ევროვიზიის" რიგით მე-15 კონკურსი 26 ნოემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება.

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. საბავშვო მუსიკალურ კონკურსზე „საბავშვო ევროვიზია 2017" (Junior Eurovision Song Contest 2017), რომელიც თბილისში გაიმართება, საქართველოს გრიგოლ ყიფშიძე წარადგენს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“.

საბავშვო „ევროვიზია“ - Sputnik საქართველო
ვინ წარადგენს საქართველოს 2017 წლის „საბავშვო ევროვიზიაზე“?

კონკურსანტი სპეციალურმა ჟიურიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის" პავილიონში გამართულ კონკურსანტების ღია მოსმენისას შეარჩია. გრიგოლ ყიფშიძე ტელეკომპანია Rustavi2-ის პოპულარული ვოკალური პროექტი Х-Factor-ის მეოთხე სეზონის ერთ-ერთი ფინალისტია.

„საბავშვო ევროვიზიის" რიგით მე-15 კონკურსი 26 ნოემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება. კონკურსის წლევანდელი სლოგანია „ანათე!" (Shine Bright).

შერჩეული კონკურსანტისთვის სპეციალურად ახალი სიმღერა დაიწერება. კომპოზიციის შესარჩევად გამოცხადდება კონკურსი, რომლის ფარგლებშიც ყველა კომპოზიტორს შესაძლებლობა მიეცემა შექმნას კომპოზიცია გრიგოლ ყიფშიძისთვის.

„საბავშვო ევროვიზია 2017"-ის დამდგმელი რეჟისორი გორდონ ბონელო იქნება. ის 4 წელია თანამშრომლობს ევროპის მაუწყებელთა კავშირთან.

რიგით მე-15 კონკურსის ჩატარების უფლება საქართველოს 2016 წლის ევროვიზიაზე 10 წლის მარიამ მამადაშვილის გამარჯვებამ მოუტანა. სიმღერით „მზეო" ქართველმა შემსრულებელმა 17 ქვეყნის წარმომადგენელს გაუსწრო და 239 ქულა მოიპოვა.

ევროვიზია 2016 - Sputnik საქართველო
საბავშვო ევროვიზიის საიმიჯო ვიდეოს საქართველოს ყველა კუთხეში გადაიღებენ

ამ ეტაპზე 2017 წლის კონკურსში მონაწილეობა დაადასტურეს საქართველომ, რუსეთმა, უკრაინამ, ავსტრალიამ, ალბანეთმა, სომხეთმა, ბელარუსმა, ირლანდიამ, კვიპროსმა, მალტამ, მაკედონიამ, პოლონეთმა, პორტუგალიამ, სერბეთმა, იტალიამ და ნიდერლანდებმა.

საბავშვო ევროვიზიაში მონაწილეობაზე უარი სხვადასხვა მიზეზის გამო განაცხადეს ავსტრიამ, ბელგიამ, უნგრეთმა, ისლანდიამ, ესპანეთმა, ლატვიამ, სლოვენიამ, სლოვაკიამ, ფინეთმა, შვეიცარიამ, შვედეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, დანიამ და ესტონეთმა. თავისი მონაწილეობა ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ ისრაელს, აზერბაიჯანს, ბულგარეთს, საბერძნეთსა და ხორვატიას.

ყველა ახალი ამბავი
0