ვინ წარადგენს საქართველოს 2017 წლის „საბავშვო ევროვიზიაზე“?

© photo: Sputnik / Sergei Starostenko / გადასვლა მედიაბანკშისაბავშვო „ევროვიზია“
საბავშვო „ევროვიზია“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პროდიუსერები და მუსიკოსები ღია მოსმენის შემდეგ 2017 წლის „საბავშვო ევროვიზიის“ მონაწილეს აირჩევენ

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. 8 სექტემბერს სპეციალური ჟიური 2017 წლის „საბავშვო ევროვიზიაზე“ საქართველოს წარმომადგენელს გამოავლენს.

"საბავშვო ევროვიზიის" რიგით მე-15 კონკურსი 26 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება. წლის სლოგანია „ანათე!“ (Shine Bright).

ევროვიზიის ლოგოტიპი - Sputnik საქართველო
საბავშვო ევროვიზია-2017 კონკურსის წამყვანებს ეძებს

საქართველოს წარმომადგენელს სპეციალური ჟიური აირჩევს. კონკურსანტების ღია მოსმენა საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხის" პავილიონში გაიმართება.

"საუკეთესოს საუკეთესოთა შორის კომპეტენტური ჟიური შეარჩევს, რომლის შემადგენლობაშიც არიან მოწვეული წევრები: პროდიუსერი — ზაზა შენგელია, მომღერალი — მაია ბარათაშვილი, მუსიკოსი — დავით ევგენიძე; საზოგადოებრივი მაუწყებლიდან: მუსიკალური რედაქტორი — ელისო შენგელია და ხმის რეჟისორი — გიორგი ასანიშვილი", — ნათქვამია ორგანიზატორთა განცხადებაში.

შერჩეული კონკურსანტისთვის სპეციალურად ახალი სიმღერა დაიწერება. კომპოზიციის შესარჩევად ასევე გამოცხადდება კონკურსი, რომლის ფარგლებშიც ყველა კომპოზიტორს ექნება შანსი შექმნას კომპოზიცია საქართველოს წარმომადგენლისთვის.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის ეროვნული შესარჩევი კონკურსი უკვე გამოაცხადა. ეროვნულ კონკურსზე განაცხადების შეტანა 9-დან 14 წლამდე სოლისტებსა და მუსიკალურ ჯგუფებს შეუძლიათ. კონკურსი 17 ივლისს დაიწყო და 1 სექტემბერს დასრულდა.

ევროვიზია 2016 - Sputnik საქართველო
საბავშვო ევროვიზიის საიმიჯო ვიდეოს საქართველოს ყველა კუთხეში გადაიღებენ

რიგით მე-15 კონკურსის ჩატარების უფლება საქართველოს 2016 წლის ევროვიზიაზე 10 წლის მარიამ მამადაშვილის გამარჯვებამ მოუტანა. სიმღერით "მზეო" ქართველმა შემსრულებელმა 17 ქვეყნის წარმომადგენელს გაუსწრო და 239 ქულა მოიპოვა.

ამჟამად 2017 წლის კონკურსზე მონაწილეობა დაადასტურეს საქართველომ, რუსეთმა, უკრაინამ, ავსტრალიამ, ალბანეთმა, სომხეთმა, ბელარუსმა, ირლანდიამ, კვიპროსმა, მალტამ, მაკედონიამ, პოლინეთმა, პორტუგალიამ, სერბეთმა, იტალიამ და ნიდერლანდებმა.

საბავშვო ევროვიზიაზე მონაწილეობაზე უარი სხვადასხვა მიზეზის გამო განაცხადეს ავსტრიამ, ბელგიამ, უნგრეთმა, ისლანდიამ, ესპანეთმა, ლატვიამ, სლოვენიამ, სლოვაკიამ, ფინეთმა, შვეიცარიამ, შვედეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, დანიამ და ესტონიამ. თავისი მონაწილეობა ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ ისრაელს, აზერბაიჯანს, ბულგარეთს, საბერძნეთსა და ხორვატიას.

 

ყველა ახალი ამბავი
0