საბავშვო ევროვიზია-2017 კონკურსის წამყვანებს ეძებს

© AFP 2024 / Sergei SUPINSKYევროვიზიის ლოგოტიპი
ევროვიზიის ლოგოტიპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასიმღერო კონკურსი Junior Eurovision Song Contest 2017 თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება 26 ნოემბერს და მისი სლოგანი იქნება „ანათე!“

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა კონკურსი გამოაცხადა საბავშვო ევროვიზია 2017-ის წამყვანების შესარჩევად.

მარიამ მამადაშვილი - Sputnik საქართველო
საბავშვო ევროვიზია 2017: საქართველოში ეროვნული შესარჩევი კონკურსი იწყება

სასიმღერო კონკურსი Junior Eurovision Song Contest 2017 თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება 26 ნოემბერს და მისი სლოგანი იქნება „ანათე!“

„შევარჩევთ ორ კანდიდატს — გოგონასა და ვაჟს. კანდიდატებმა სრულყოფილად უნდა იცოდნენ ინგლისური ენა — ვინაიდან მთელი შოუ ინგლისურად წარიმართება — და უნდა ჰქონდეთ წამყვანის გამოცდილება. ასაკი და მოქალაქეობრივი კუთვნილება შეზღუდული არ არის“, — განუცხადეს Sputnik-საქართველოს კონკურსის პიარ-სამსახურში.

განაცხადები კონკურსზე 31 აგვისტოდან 6 სექტემბრამდე მიიღება ელექტრონულ ფოსტაზე  junioreurovision@gpb.ge.

მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ერთი ფოტო, ბიოგრაფია და საკონტაქტო მონაცემები.

დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე eurovision-georgia.ge ან დარეკოთ ტელეფონზე: 2409110.

ყველა ახალი ამბავი
0