საბავშვო ევროვიზია 2017: საქართველოში ეროვნული შესარჩევი კონკურსი იწყება

© FB / https://www.facebook.com/EurovisionGeorgiaმარიამ მამადაშვილი
მარიამ მამადაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საბავშვო ევროვიზიის ეროვნულ კონკურსზე განაცხადის შეტანა 9-დან 14 წლამდე სოლისტებსა და მუსიკალურ ჯგუფებს შეუძლიათ.

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. საზოგადოებრივი მაუწყებელი 2017 წლის "საბავშვო ევროვიზიის" (Junior Eurovision Song Contest 2017) ეროვნულ შესარჩევ კონკურსს აცხადებს.

2017 წლის "საბავშვო ევროვიზია" თბილისში 26 ნოემბერს "სპორტის სასახლეში" გაიმართება. ამ წლის სლოგანია — "ანათე" (Shine Bright).

ეროვნულ კონკურსზე განაცხადების შეტანა 9-დან 14 წლამდე სოლისტებსა და მუსიკალურ ჯგუფებს შეუძლიათ.

რეგისტრაციისათვის მონაწილეობის მსურველმა საკუთარი რეპერტუარიდან სიმღერა, ფოტო, ბიოგრაფია და საკონტაქტო ნომერი უნდა გაგზავნოს ელექტრონულ მისამართზე — junioreurovision@gpb.ge ან მიიტანოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე (თბილისი, მერაბ კოსტავას, 68).

ევროვიზია-2016 - Sputnik საქართველო
საბავშვო "ევროვიზია 2017" შემოდგომაზე თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება

"გამოიყენე შანსი გახდე საუკეთესო საუკეთესოთა შორის, სპეციალურად შენთვის შეიქმნება ახალი სიმღერა და ამ სიმღერით წარადგინე საქართველო ევროპის ყველაზე დიდ, საბავშვო მუსიკალურ დღესასწაულზე", — ნათქვამია მაუწყებლის განცხადებაში.

კონკურსი 17 ივლისს დაიწყო და პირველ სექტემბრამდე გაგრძელდება.

რიგით მე-15 კონკურსის ჩატარების უფლება საქართველოს 2016 წლის ევროვიზიაზე 10 წლის მარიამ მამადაშვილის გამარჯვებამ მოუტანა. სიმღერით "მზეო" ქართველმა შემსრულებელმა 17 ქვეყნის წარმომადგენელს გაუსწრო და 239 ქულა მოიპოვა.

საქართველომ "საბავშვო ევროვიზიაზე" მესამედ გაიმარჯვა — კონკურსის ისტორიაში ეს საუკეთესო შედეგია. 14 წლის განმავლობაში ის ორჯერ მოიგო მალტამ და ორჯერ — ბელარუსმა. 2008 წელს გაიმარჯვა ქართულმა კვარტეტმა "ბზიკები", 2011 წელს — ჯგუფმა Candy. მესამე გამარჯვება საქართველოს მარიამ მამადაშვილმა მოუტანა.

მარიამ მამარდაშვილი - Sputnik საქართველო
საბავშვო „ევროვიზიის" სლოგანი თბილისში – „ანათე"

ამჟამად 2017 წლის კონკურსზე მონაწილეობა დაადასტურეს საქართველომ, რუსეთმა, უკრაინამ, სომხეთმა, ბელარუსმა, ბულგარეთმა, ირლანდიამ, კვიპროსმა, მალტამ და ნიდერლანდებმა. რუსეთს წარადგენს პოლინა ბოგუსევიჩი სიმღერით "კრილია".

საბავშვო ევროვიზიაზე მონაწილეობაზე უარი სხვადასხვა მიზეზის გამო განაცხადეს დიდმა ბრიტანეთმა, დანიამ და ხორვატიამ. თავისი მონაწილეობა ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ ავსტრალიას, ალბანეთს, ისრაელს, იტალიას, მაკედონიას, პოლონეთს, სერბეთსა და ხორვატიას.

ყველა ახალი ამბავი
0