საბავშვო „ევროვიზიის" სლოგანი თბილისში – „ანათე"

© Junior Eurovisionმარიამ მამარდაშვილი
მარიამ მამარდაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საბავშვო "ევროვიზია-2017"-ში, რომელიც თბილისში გაიმართება, მონაწილეობას 14 შემსრულებელი და ჯგუფი მიიღებს.

თბილისი, 15 მაისი — Sputnik. ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) საბავშვო "ევროვიზიის" მონაწილეებს ნება დართო, სიმღერების 40%-მდე მათთვის უცხო ენაზე იმღერონ, იუწყება „Sputnik-ბელარუსი" EBU-ს წარმომადგენელზე დაყრდნობით.

მორიგი საბავშვო „ევროვიზია" თბილისში 26 ნოემბერს გაიმართება. წინა კონკურსზე ქართველმა მონაწილემ მარიამ მამადაშვილმა გაიმარჯვა.

მარიამ მამადაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველო საბავშვო „ევროვიზიის" გამარჯვებული მესამედ გახდა

როგორც EBU-ს წარმომადგენლები იუწყებიან, საბავშვო კონკურსის წესები გასულ წელს მნიშვნელოვნად შეიცვალა, წელს კი ორგანიზატორები კონკურსის ჩატარებას პრაქტიკულად ცვლილებების გარეშე აპირებენ.

„ადრე ჩვენ ნებას ვრთავდით სიმღერების მხოლოდ 25% ემღერათ მათთვის უცხო ენაზე, ახლა კი ეს რაოდენობა 40%-მდე გაიზარდა", — განმარტა EBU-ს წარმომადგენელმა.

პარასკევს ასევე წარმოდგენილი იყო წლევანდელი საბავშვო "ევროვიზიის" დიზაინი და სლოგანი — "ანათე".

როგორც ქართული ტელევიზიის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, ქვეყანას კონკურსში გამარჯვების იმედი აქვს 2017 წელსაც – საკუთარ მოედანზე. მასში მონაწილეობას 14 შემსრულებელი და ჯგუფი მიიღებს.

ყველა ახალი ამბავი
0