საქართველო საბავშვო „ევროვიზიის" გამარჯვებული მესამედ გახდა

© Junior Eurovisionმარიამ მამადაშვილი
მარიამ მამადაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარიამ მამადაშვილი საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული გახდა. საქართველომ ამ კონკურსში უკვე მესამედ მიაღწია წარმატებას.

თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. დასრულდა „საბავშვო ევროვიზია 2016“, რომლის გამარჯვებული უკვე მესამედ საქართველო გახდა. ქვეყანა კონკურსზე 10 წლის მარიამ მამადაშვილმა წარადგინა.

მეორე ადგილზე გავიდა სომხეთის წარმომადგენელი, ხოლო მესამეზე – იტალიელი შემსრულებელი.

საკონკურსო სიმღერა ევროვიზიისთვის კომპოზიტორმა გიორგი კუხიანიძემ დაწერა მარიამთან ერთად. 

„ევროვიზიაში“ წელს 17 ქვეყანა მონაწილეობდა.

კონკურსი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერით გადაიცა.

ყველა ახალი ამბავი
0