საბავშვო "ევროვიზია 2017" შემოდგომაზე თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება

© photo : Anna Velikova (EBU) ევროვიზია-2016
ევროვიზია-2016 - Sputnik საქართველო
გამოწერა
საბავშვო "ევროვიზია 2017" თბილისში 26 ნოემბერს გაიმართება.

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. ცნობილია ყოველწლიური საბავშვო საერთაშორისო კონკურსის "ევროვიზია 2017"–ის (Junior Eurovision Song Contest 2017) საქართველოში ჩატარების დრო და ადგილი.

საქართველომ რიგით მეთხუთმეტე კონკურსის ჩატარების უფლება "ევროვიზია 2016"–ზე ათი წლის შემსრულებლის, მარიამ მამადაშვილის გამარჯვების შემდეგ მოიპოვა. სიმღერით "მზეო" ქართველმა გოგონამ 17 ქვეყნის წარმომადგენელს გაუსწრო და 239 ქულა დააგროვა.

იმის შესახებ, რომ საქართველო მზად არის 2017 წელს კონკურსის ჩასატარებლად, კონკურსის ორგანიზატორებს გამარჯვების შემდეგ მაშინვე აუწყეს. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ევროპის მაუწყებელთა კავშირმა გარკვეული პერიოდის შემდეგ მიიღო.

წელს საბავშვო "ევროვიზია" 26 ნოემბერს თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.

ევროვიზიის გამარჯვებული მარიამ მამადაშვილი - Sputnik საქართველო
„ევროვიზიის“ გამარჯვებული: დედაჩემს და საყვარელ საქართველოს ვუმღეროდი

"ამჟამად საქართველოში იმყოფება საბავშვო ევროვიზიის კონკურსის საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლების წარმომადგენლებისგან არის დაკომპლექტებული. ჯგუფი სამუშაო შეხვედრებს მართავს 2017 წლის საბავშვო ევროფესტივალის საქართველოში ჩატარების საკითხებთან დაკავშირებით", — ნათქვამია საქართველოს "ევროვიზიის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი საბავშვო "ევროვიზია 2017"–ზე საქართველოს წარმომადგენელს უკვე მეთერთმეტედ გამოაცხადებს.

საქართველო საბავშვო "ევროვიზიის" გამარჯვებული მესამედ გახდა — ეს კონკურსის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. 14 წლის განმავლობაში მალტა და ბელარუსი ორ–ორჯერ გახდნენ კონკურსის გამარჯვებული. 2008 წელს "ევროვიზიაზე" ქართულმა კვარტეტმა "ბზიკები" გაიმარჯვა, 2011 წელს — ჯგუფმა Candy. მესამე გამარჯვება საქართველოს მარიამ მამადაშვილმა მოუტანა.

ყველა ახალი ამბავი
0