„ევროვიზიის“ გამარჯვებული: დედაჩემს და საყვარელ საქართველოს ვუმღეროდი

© Sputnik / Levan Avlabreliევროვიზიის გამარჯვებული მარიამ მამადაშვილი
ევროვიზიის გამარჯვებული მარიამ მამადაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ევროვიზიაზე“ გამარჯვებულმა პატარა ქართველმა მომღერალმა საკუთარ შთაბეჭდილებებზე ისაუბრა.

თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. საბავშვო „ევროვიზია 2016“-ის გამარჯვებულმა მარიამ მამადაშვილმა საკუთარ დედასა და საყვარელ საქართველოს უმღერა, მან, ასევე, აღნიშნა, რომ კონკურსზე გამარჯვების მომენტი საუკეთესო იყო მის ცხოვრებაში.

„როდესაც ქულების გამოცხადება დაიწყეს და მესმოდა, როგორც აცხადებენ – საქართველო, საქართველო, საქართველო და კიდევ ერთხელ საქართველო, ეს რაღაც იყო! საუკეთესო მომენტი ჩემ ცხოვრებაში. ყოველთვის, როცა სცენაზე გავდიოდი, ვუმღეროდი დედაჩემს, ჩემს მშობლიურ ქალაქს, ჩემს საყვარელ საქართველოს“, — განუცხადა მარიამმა „Sputnik საქართველოს“.

მარიამ მამადაშვილი: „ევროვიზიაზე“ გამარჯვების დღე ჩემი ყველაზე ბედნიერი დღე იყო - Sputnik საქართველო
მარიამ მამადაშვილი: „ევროვიზიაზე“ გამარჯვება ჩემი ყველაზე ბედნიერი დღე იყო ცხოვრებაში

გოგონა სამშობლოს სიყვარულში გამოუტყდა და თავის სიმღერაზე ისაუბრა.

„როგორც სიმღერაშია — მიყვარხარ მზეო! დაე, მზემ მართლა გაანათოს ჩვენი ქვეყანა, რომელიც არც ისე პატარაა. ძალიან მიყვარხარ, ჩემო საქართველო!“ — თქვა  მარიამმა.

თბილისში გამართულ დიდ პრესკონფერენციაზე გოგონას ოფიციალურად მიულოცა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა, მარიამს დიპლომი გადასცა და აღნიშნა, რომ მისი გამარჯვებით მთელი საქართველო ამაყობს.

მაუწყებელმა ასევე მადლობა გადაუხადა მთელ ქართულ გუნდს – კომპოზიტორ გიორგი კუხიანიძეს, ვოკალის პედაგოგ მაკა დავითაიას, დიზაინერ მარიკა ქურდობაძესა და სხვებს.

© Sputnik / Levan Avlabreliმარიამ მამადაშვილი პრესკონფერენციაზე
მარიამ მამადაშვილი პრესკონფერენციაზე - Sputnik საქართველო
მარიამ მამადაშვილი პრესკონფერენციაზე

საბავშვო ევროვიზიის ფინალი 20 ნოემბერს მალტის დედაქალაქში გაიმართა. „ევროვიზიაზე“ ათი წლის შემსრულებელი წარდგა სიმღერით „მზეო“. მისი გამოსვლა მსმენელმა 239 ქულით შეაფასა.

232 ქულით მეორე ადგილზე გავიდა სომხეთი, ხოლო 209 ქულით მესამეზე — იტალია. მეოთხე ადგილზეა რუსეთი, მეხუთეზე — ავსტრალია. „ევროვიზია 2016“-ში 17 ქვეყანა მონაწილეობდა.

მარიამ მამადაშვილი ოთხი წლიდან მღერის. სწავლობდა „ბზიკები სტუდიოში“ და ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო მუსიკალურ სკოლაში ფორტეპიანოს განხრით. მონაწილეობდა სხვადასხვა კონცერტსა და სატელევიზიო შოუში. 2014 წელს მარიამმა ათონელის თეატრის სცენაზე სპექტაკლში „ანა და მე“ პრინცესას როლი შეასრულა.

მარიამ მამადაშვილი - Sputnik საქართველო
მარიამ მამადაშვილი: გამარჯვებაზე არც ვფიქრობდი

2015 წლიდან მარიამ მამადაშვილი აშშ-ში ცხოვრობს და ახლა კონექტიკუტის შტატში საშუალო სკოლა Tomlinson-ის მეექვსე კლასში სწავლობს. იმავე 2015 წელს გოგონა ჩაირიცხა მუსიკალურ სასწავლებელში Broadway Method Academy, სადაც ამჟამად სწავლობს ვოკალს, ცეკვასა და სამსახიობო ხელოვნებას. საკონკურსო სიმღერა „ევროვიზიისთვის“ კომპოზიტორმა გიორგი კუხიანიძემ დაწერა მარიამთან ერთად.

ეს უკვე საქართველოს მესამე გამარჯვებაა საბავშვო „ევროვიზიაზე“, რომელშიც საქართველო უკვე მეათე წელია ზედიზედ მონაწილეობს.

ყველა ახალი ამბავი
0