მარიამ მამადაშვილი: „ევროვიზიაზე“ გამარჯვება ჩემი ყველაზე ბედნიერი დღე იყო ცხოვრებაში

გამოწერა

მარიამ მამადაშვილი, რომელმაც საბავშვო „ევროვიზიაზე“ გაიმარჯვა, უსაზღვროდ გახარებულია წარმატებით. პირველი შთაბეჭდილებებისა და ემოციების შესახებ გოგონამ „Sputnik საქართველოსთან" ისაუბრა.

„როდესაც პირველად ქულების გამოცხადება მოხდა და გავიგონე „საქართველო, საქართველო, საქართველო“ — ეს ჩემ ცხოვრებაში ყველაზე საუკეთესო მომენტი იყო. სცენაზე ყოველი გასვლისას მე ხომ დედაჩემს, ჩემს მშობლიურ ქალაქს, ჩემ საყვარელ საქართველოს ვუმღეროდი. სიმღერის სიტყვებია: „მიყვარხარ, მზეო, გაგვიფერადე დღე“. და, მართლაც, მზე მართლა გაანათებს ჩვენს ქვეყანას, რომელიც არც ისე პატარაა. მე ძალიან მიყვარხარ, ჩემო საქართველო!“ — განაცხადა მარიამ მამადაშვილმა.

მარიამ მამადაშვილმა კონკურსში 239 ქულა აიღო. 232 ქულით მეორე ადგილზე გავიდა სომხეთი, ხოლო 209 ქულით მესამეზე — იტალია. მეოთხე ადგილზეა რუსეთი, მეხუთეზე — ავსტრალია. 

„ევროვიზია 2016“-ში 17 ქვეყანა მონაწილეობდა.

ყველა ახალი ამბავი
0