მარიამ მამადაშვილი: გამარჯვებაზე არც ვფიქრობდი

© Junior Eurovisionმარიამ მამადაშვილი
მარიამ მამადაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საბავშვო „ევროვიზიის“ გამარჯვებულმა პირველ შთაბეჭდილებებზე ისაუბრა.

თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. მეთოთხმეტე ყოველწლიური საბავშვო კონკურსი „ევროვიზიის“ გამარჯვებულმა მარიამ მამადაშვილმა ჟურნალისტებთან აღიარა, რომ ასეთ შედეგს არ ელოდა.

„გამარჯვებაზე არ მიფიქრია. ვფიქრობდი მხოლოდ კონკურსში მონაწილეობაზე და იმ ადამიანებზე, რომლებსაც აქ შევხვდებოდი. შემდეგ ერთ მომენტში მივხვდი, რომ შემეძლო მოგება“, — განუცხადა მარიამმა ჟურნალისტებს მალტაში.

მარიამ მამადაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველო საბავშვო „ევროვიზიის" გამარჯვებული მესამედ გახდა

თავის ვიდეომიმართვაში მარიამმა მადლობა გადაუხადა თავის თაყვანისმცემლებს.

„სიტყვები არ მყოფნის. ძალიან მიყვარხართ. თქვენ ჩემ გვერდით იყავით“, — თქვა მარიამმა.

საბავშვო „ევროვიზიაზე“ ათი წლის შემსრულებელი წარდგა სიმღერით „მზეო“. მისი გამოსვლა მსმენელმა 239 ქულით შეაფასა.

232 ქულით მეორე ადგილზე გავიდა სომხეთი, ხოლო 209 ქულით მესამეზე — იტალია.

მეოთხე ადგილზეა რუსეთი, მეხუთეზე — ავსტრალია.

„ევროვიზია 2016“-ში 17 ქვეყანა მონაწილეობდა.

მარიამ მამადაშვილი ოთხი წლიდან მღერის. სწავლობდა „ბზიკები სტუდიოში“ და ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო მუსიკალურ სკოლაში ფორტეპიანოს განხრით. მონაწილეობდა სხვადასხვა კონცერტსა და სატელევიზიო შოუში. 2014 წელს მარიამმა ათონელის თეატრის სცენაზე სპექტაკლში „ანა და მე“ პრინცესას როლი შეასრულა.

2015 წლიდან მარიამ მამადაშვილი აშშ-ში ცხოვრობს და ახლა კონექტიკუტის შტატში საშუალო სკოლა Tomlinson-ის მეექვსე კლასში სწავლობს. იმავე 2015 წელს გოგონა ჩაირიცხა მუსიკალურ სასწავლებელში Broadway Method Academy, სადაც ამჟამად სწავლობს ვოკალს, ცეკვასა და სამსახიობო ხელოვნებას. საკონკურსო სიმღერა „ევროვიზიისთვის“ კომპოზიტორმა გიორგი კუხიანიძემ დაწერა მარიამთან ერთად.

ეს უკვე საქართველოს მესამე გამარჯვებაა საბავშვო „ევროვიზიაზე“, რომელშიც საქართველო უკვე მეათე წელია ზედიზედ მონაწილეობს.

ყველა ახალი ამბავი
0