ქუმსიშვილი: ლარის ვარდნა დროებითი მოვლენაა

© photo: Sputnik / Stringerსხვადასხვა ნომინალის ლარის კუპიურები
სხვადასხვა ნომინალის ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ უცხოურ ვალუტაზე ქვეყნის ეკონომიკის დამოკიდებულების შემცირებისკენ მიმართული პროგრამა ლარის სტაბილურობას უზრუნველყოფს.

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მოსახლეობა დაარწმუნა, რომ ლარის კურსის ვარდნა დროებითი მოვლენა იყო და ახლა სტაბილიზაცია შეინიშნება.

22 აგვისტოდან 6 სექტემბრამდე ლარის კურსის ვარდნა შეინიშნებოდა, მაგრამ ხუთშაბათიდან კურსმა გამყარება დაიწყო. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8 სექტემბერს აშშ დოლარის მიმართ ლარის კურსი დაადგინა ნიშნულზე 2,4630 GEL/$1 (+0,0296 ლარი).

"ლარის კურსის ცვლილება სეზონური მოვლენაა, რომელიც 15-20 აგვისტოდან დაიწყო, რაც ჩვენი ქვეყნისთვის დამახასიათებელია. ამას ვაფასებ როგორც ერთჯერად გამოვლინებას, რომელმაც უკვე გადაიარა", — განუცხადა ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს.

სხვადასხვა ნომინალის ქართული ვალუტა - Sputnik საქართველო
ფინანსთა სამინისტრო: ლარის გაუფასურების საშიშროება არ არსებობს

მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ლარიზაციის პროგრამა, ანუ ქვეყნის ეკონომიკის უცხოურ ვალუტაზე დამოკიდებულების შემცირება.

"ლარიზაციის პროექტში ჩვენ შევქმენით ყველა ინსტრუმენტი, რომ მოსახლეობას სესხები ლარში გადაეყვანა და კურსის ცვლილებას გავლება არ მოეხდინა", — განაცხადა ქუმსიშვილმა.

როგორც ვიცე-პრემიერმა განმარტა, მთავრობამ მრავალჯერ ისაუბრა იმაზე, რომ ლარის კურსის ცვლილება ძირითადად საქართველოზე არ არის დამოკიდებული, რადგან ქვეყანაში არის ღია ეკონომიკა და, შესაბამისად, მცურავი კურსია.

"რაც ეხება ფასებს, ამ მიმართულებით ივლისის შემდეგ უკვე ინფლაციამ შემცირება დაიწყო და დარწმუნებული ვართ, რომ 2018 წელს მიზნობრივ მაჩვენებელს 3% დავუბრუნდებით", — განაცხადა ქუმსიშვილმა.

ფინანსთა მინისტრს უყურადღებოდ არ დაუტოვებია ასევე ოპოზიციის კრიტიკა. პარტია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" დარწმუნებული არიან, რომ ლარის კურსის ვარდნის პროვოცირება კომერციულ ბანკებში ხაზინიდან გასულმა თანხებმა მოახდინა.

დავით კიკვიძე - Sputnik საქართველო
კიკვიძე: სებ-ს რეფინანსირების გაზრდა დოლარის უფრო გამყარების შემთხვევაში მოუწევს

"დღეს ფულადი ბაზარი ისეა მოწყობილი, როგორც ზიარჭურჭელი და იმავე მოცულობის თანხით, რამდენიც ხაზინის მხრიდან განთავსდა კომერციულ ბანკებში, პრაქტიკულად, შემცირდა რეფინანსირება ეროვნული ბანკიდან. შესაბამისად, ამას არ ჰქონია ზეგავლენა მთლიანად ფულის მიწოდებაზე", — განაცხადა ქუმსიშვილმა.

მან ლარიზაციისთვის ახალი ინსტრუმენტების გამოჩენის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

"გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ ფულადი სახსრების მართვასთან დაკავშირებით, გამოწვეული იყო სწორედ ახალი ლიკვიდური ინსტრუმენტის გაჩენით და ლარის მასის მიწოდებით, რომელიც საბოლოო ჯამში უნდა მოხვდეს ჩვენ მოსახლეობასთან, კონკრეტულად იმ კომპანიებთან, რომლებსაც ეროვნულ ვალუტაში ესაჭიროებათ სესხი, რათა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გაიზარდოს", — განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

ქუმსიშვილმა ასევე აღნიშნა პოზიტიური დინამიკა 2017 წლის რვა თვეში საგადასახადო ბალანსის გაუმჯობესების კუთხით.

"ძალიან კარგად იზრდება ტურიზმი, ექსპორტი და ფულადი გადარიცხვები. უცხოური ვალუტის ჯამური ნაკადი 700 მილიონი დოლარით გაუმჯობესდა, რაც კურსის სტაბილურობაზე დადებითად მოქმედებს", — განმარტა ქუმსიშვილმა.

ყველა ახალი ამბავი
0