ფინანსთა სამინისტრო: ლარის გაუფასურების საშიშროება არ არსებობს

© photo: Sputnik / Stringerსხვადასხვა ნომინალის ქართული ვალუტა
სხვადასხვა ნომინალის ქართული ვალუტა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ლარის კურსის რყევა მოსახლეობის სტერეოტიპული მოლოდინებით ახსნეს.

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ცოტნე ყავლაშვილი ქვეყნის მოსახლეობას ამშვიდებს, რომ ლარის კურსის რყევის გამო მღელვარების საფუძველი არ არსებობს.

ლარის კურსი 22 აგვისტოდან 4,2%-ით დაეცა, მაგრამ ხუთშაბათიდან გამყარება დაიწყო. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 7 სექტემბერს აშშ დოლარის მიმართ ლარის კურსი დაადგინა ნიშნულზე 2,4802 GEL/$1.

"ეკონომიკური ფაქტორები, რომლებიც ლარის კურსის ფორმირებაზე ახდენს გავლენას, სტაბილურია და გაუფასურების საფრთხე არ არსებობს", — განუცხადა ყავლაშვილმა ჟურნალისტებს.

დავით კიკვიძე - Sputnik საქართველო
კიკვიძე: სებ-ს რეფინანსირების გაზრდა დოლარის უფრო გამყარების შემთხვევაში მოუწევს

მისი თქმით, ბოლო დროს ლარის კურსის რყევა მოსახლეობის სტერეოტიპულ მოლოდინებს უკავშირდება.

"მოსახლეობის გარკვეულ ფენაში არსებობს სტერეოტიპული მოლოდინი, რომ ვინაიდან აგვისტო არის ეკონომიკურად აქტიური თვე და ყველაზე მეტი ტურისტი შემოდის საქართველოში და მაღალია შემოსავლები, ასეთი მოლოდინი არსებობს, რომ ამ თვეში უნდა იყოს ყველაზე დაბალი კურსი", — აღნიშნა ყავლაშვილმა.

ამ მოლოდინების გათვალისწინებით მოსახლეობა იწყებს დოლარის შეძენას, რაც საბოლოოდ ლარის კურსზე აისახება.

"არის ფსიქოლოგიური მომენტი, როდესაც აგვისტოს შემდეგ ხალხის გარკვეული კატეგორია ეკონომიკურად გაუმართლებელ, არასწორი დასკვნებით კონვერტირებას ახორციელებს. სიტუაცია ასევე გაამძაფრა ამ თემაზე არსებულმა პოლიტიკურმა სპეკულაციებმაც. მოვუწოდებ მოსახლეობას, არ აყვნენ მსგავს სპეკულაციებს", — განაცხადა ყავლაშვილმა.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ლარის მორიგი გაუფასურება საქართველოს მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის ბრალია, მათ შორისაა კომერციული ბანკებისთვის კრედიტების გაცემა.

ყველა ახალი ამბავი
0