დენისა და წყლის ტარიფები წლის ბოლომდე გადაიხედება

© photo: Sputnik / Murad Orujovადამიანი ხსნის ონკანს
ადამიანი ხსნის ონკანს - Sputnik საქართველო
გამოწერა
2018 წლის ელექტროენერგიისა და წყლის ტარიფების შესახებ გადაწყვეტილება დეკემბრის ბოლომდე გახდება ცნობილი, მაგრამ ქვეყანაში ტარიფების ზრდის შესახებ უკვე ალაპარაკდნენ

 საქართველოში შესაძლოა ელექტროენერგიისა და წყლის ტარიფები შეიცვალოს — საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) გადაწყვეტილებას 31 დეკემბრამდე მიიღებს.

საქმისწარმოების დაწყების საფუძველი გახდა ის, რომ ელექტროენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მოქმედი ლიცენზიატი კომპანიებისთვის ამჟამად მოქმედი ტარიფები წლის ბოლომდეა დადგენილი.

არსებული მეთოდოლოგიის თანახმად, ლიცენზიატი კომპანიებისათვის ტარიფი ყოველწლიურად განისაზღვრება, ხოლო 2018 წლიდან — სამ წელში ერთხელ. ტარიფის გადახედვა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ხდება.

სხვადასხვა ნომინალის ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო
ქუმსიშვილი: ლარის ვარდნა დროებითი მოვლენაა

კომისიამ დაიწყო ადმინისტრაციული საქმისწარმოება წყალმომარაგებაზე ზღვრული ტარიფების დადგენის მიზნით შემდეგი კომპანიებისთვის: Georgian Water and Power (GWP), შპს "მცხეთის წყალი" და შპს "რუსთავის წყალი", რომლებიც ერთ საინვესტიციო ჯგუფში შედიან.

კომისია გადახედავს მოქმედ ტარიფებს ენერგეტიკის სექტორის ზოგიერთი კომპანიისათვისაც, მათ შორის "თელასისათვის" და "ენერგო-პროსათვის"

უკანასკნელად ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო ტარიფი გაიზარდა 2015 წელს, კომპანიების განაცხადების საფუძველზე, რომლებიც ელექტროენერგიის წარმოებაზე და განაწილებაზე ტარიფების გადახედვას მოითხოვდნენ ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნასთან დაკავშირებით.

თბილისში მოსახლეობა ელექტროენერგიის მოხმარებული მოცულობიდან გამომდინარე, 1 კვტ/სთ-ში იხდის 0,11 ლარიდან 0,18 ლარამდე, რეგიონებში კი 0,12 ლარიდან 0,21 ლარამდე.

კომისია აგრეთვე დაადგენს ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფს შპს "ენერგოტრანსისთვის", ელექტროენერგიის წარმოებაზე ენგურ-ჰესზე, ჟინვალ-ჰესზე, შაორი-ჰესზე, რიონი-ჰესზე, ლაჯანურ-ჰესზე, გუბათ-ჰესზე და სხვ.

სხვადასხვა ნომინალის ქართული ვალუტა - Sputnik საქართველო
ფინანსთა სამინისტრო: ლარის გაუფასურების საშიშროება არ არსებობს

ტარიფების გადახედვა არ ნიშნავს, რომ ისინი ან გაიზრდება ან შემცირდება. მაგალითად, 2016 წლის დეკემბერში კომისიას 2017 წლის ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი არ გაუზრდია.

ექსპერტის აზრი

ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტი სოსო სომონიშვილი ელექტროენერგიასა და წყალზე ტარიფების მომატებას არ გამორიცხავს. ამის მიზეზად მან დოლარის მიმართ ლარის კურსის ვარდნა დაასახელა.

მაგალითად, 2015 წლის აგვისტოში, როდესაც "ენერგო-პროს" ტარიფი ბოლოჯერ გააძვირეს, ლარის კურსი დაახლოებით 2,3 იყო. დღეისათვის კურსია 2,4630 GEL/$1.

"საქმე ისაა, რომ ჩვენი ვალუტა გამუდმებით უფასურდება… იმის გამო, რომ ვალუტა უფასურდება, ყველაფერი ძვირდება, ეს კი ლიცენზიატებისათვის ტარიფების მომატების მოთხოვნის მიზეზს წარმოადგენს", — განუცხადა სიმონიშვილმა "Sputnik-საქართველოს".

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს სამომხმარებლო ბაზარი, ძირითადად, 70-80%-ით იმპორტული საქონლისგან შედგება.

ყველა ახალი ამბავი
0