საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი ეკონომიკური ურთიერთობების გამტკიცებას აპირებენ

© Ministry of Internal Affairs of Georgia / Ministry of Foreign Affairs of Georgiaსაქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის დროშები
საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის დროშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა სამი ქვეყნის თანამშრომლობის განვითარებას შეუწყობს ხელს, მიიჩნევს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ.

თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ხელისუფლებები ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის გამტკიცებას გეგმავენ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუზე დაყრდნობით.

ბაქო - Sputnik საქართველო
ბაქოში სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იწყება

თურქეთის საგარეო უწყების მეთაური ამ განცხადებით გამოვიდა ბრიფინგზე, რომელიც ქართველ კოლეგა მიხეილ ჯანელიძესთან და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ელმარ მამედიაროვთან ბაქოში მორიგი, მეექვსე შეხვედრის შემდეგ გაიმართა. ბოლო შეხვედრა სამი ქვეყნის საგარეო მინისტრებს შორის 2016 წლის 19 თებერვალს თბილისში შედგა.

"სამმხრივ ფორმატებს რეგიონული თანამშრომლობის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა სატრანსპორტო სფეროში სამი ქვეყნის თანამშრომლობის გამტკიცებისთვის იქნება გამოყენებული. სამმა მხარემ მეტი ძალისხმევა უნდა მიმართოს საბაჟოს, ლოგისტიკის, ტრანსპორტის რიგი საკითხების გადაწყვეტაზე. ქვეყნები ეკონომიკური ურთიერთობების ახალ დონეზე გადასვლას აპირებენ", — განაცხადა ჩავუშოღლუმ.

მანამდე საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბაქოში სამმხრივი შეხვედრის შედეგების მიხედვით ხელი მოაწერეს დეკლარაციას და 2017-2019 წლების სამოქმედო გეგმას.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი - Sputnik საქართველო
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ახალ მონაკვეთზე პირველმა მატარებელმა გაიარა

აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი სამმხრივი შეხვედრა 2012 წლის 8 ივნისს ჩატარდა. მაშინ ხელი მოეწერა ტრაპიზონის დეკლარაციას, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას პოლიტიკის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის სფეროებში. მას შემდეგ შეხვედრები წელიწადში ორჯერ რეგულარულად ტარდება.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების საფუძველზე შენდება. პროექტის რეალიზება 2008 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში თურქეთის ტერიტორიაზე შენდება სარკინიგზო ხაზი საქართველოში ახალქალაქიდან თურქეთში ყარსის რკინიგზის სადგურამდე.

ბაქო-თბილისი-ყარსის საერთო სიგრძე 826 კილომეტრი იქნება. დერეფნის მაქსიმალური გამტარუნარიანობა წელიწადში, სავარაუდოდ, 17 მილიონ ტონა ტვირთს შეადგენს. თუმცა საწყის ეტაპზე ეს მაჩვენებელი ერთ მილიონ მგზავრსა და 6,5 მილიონ ტონა ტვირთს გაუტოლდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0