ბაქოში სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იწყება

© AFP 2024 / GIUSEPPE CACACE ბაქო
ბაქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბაქოში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები პოლიტიკის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ჰუმანიტარულ სფეროებში სამი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელებენ.

თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები — მიხეილ ჯანელიძე, მევლუთ ჩავუშოღლუ და ელმარ მამედიაროვი ბაქოში შეხვედრას გამართავენ და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.

რიგით მესამე სამმხრივ შეხვედრაზე სამი ქვეყნის საგარეო უწყების მეთაურები ბაქოში იმსჯელებენ რეგიონული დღის წესრიგის საკითხებზე, სამმხრივ თანამშრომლობაზე, ასევე პროექტებზე, რომლებსაც სამი ქვეყანა ახორციელებს.

მიხეილ ჯანელიძე და ილჰამ ალიევი - Sputnik საქართველო
ჯანელიძემ ალიევს ხანძრის ჩაქრობაში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა

შეხვედრაზე ასევე განხილული იქნება პოლიტიკის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ჰუმანიტარული სფეროების საკითხები.

ჯანელიძე ბაქოში სამშაბათს გაემგზავრა. ვიზიტის პირველ დღეს ის აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა და მას ბორჯომის ტყეში ხანძრის ჩაქრობაში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა დაადასტურეს საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრობა, გამოთქვეს დაინტერესება სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაში.

აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი სამმხრივი შეხვედრა 2012 წლის 8 ივნისს ჩატარდა. მაშინ ხელი მოეწერა ტრაპიზონის დეკლარაციას, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას პოლიტიკის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის სფეროებში. მას შემდეგ შეხვედრები წელიწადში ორჯერ რეგულარულად ტარდება.

ყველა ახალი ამბავი
0