გასულ წელს საქართველოს სასტუმროებმა 2,5 მილიონ სტუმარს უმასპინძლა

გამოწერა
2016 წელს საქართველოს სასტუმროები 2,5 მილიონ სტუმარს მოემსახურა, რაც 2015 წლის შესაბამის მაჩვენებელს 37%-ით აღემატება

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. 2016 წელს საქართველოს სასტუმროები 2,5 მილიონ სტუმარს მოემსახურა, რაც 2015 წლის შესაბამის მაჩვენებელს 37%-ით აღემატება, ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.

საქართველოში 2016 წელს ფუნქციონირებდა სასტუმროს მომსახურებით დაკავებული 1415 ეკონომიკური სუბიექტი, რომელთაც გააჩნიათ 1496 სასტუმრო. საქართველოს სასტუმროებს სტუმართა 65.8% საზღვარგარეთის ქვეყნებიდან სტუმრობდა, 34.2% — საქართველოს მოქალაქეები იყვნენ. ნათქვამია "საქსტატის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

შენობა, სადაც  Hilton Tbilisi აშენდება - Sputnik საქართველო
სასტუმრო Hilton Tbilisi 2019 წელს გაიხსნება

ყველაზე ხშირად საქართველოს სასტუმროებს სტუმრობდნენ თურქეთიდან (24.0%), ირანიდან (11.8%), პოლონეთიდან (21.1%), გერმანიიდან (18.1%) და რუსეთიდან (13.8%).

„საქსტატის" მონაცემებით, სასტუმროების 99,5% კერძო საკუთრებას წარმოადგენს, ხოლო 0,5% — სახელმწიფოს ეკუთვნის.

გასულ წელს საქართველოს სასტუმროებში ადგილების საერთო რაოდენობა 61400-ს შეადგენდა. ნომრების რაოდენობა 28400-ს შეადგენდა. მათგან 10% იყო ლუქსები, 12,9% — ერთადგილიანი ნომრები, 57,8% — ორადგილიანები, 19,3% — სამი და მეტი ადგილის მქონე ნომრები.

საქართველოს სასტუმროებში სტუმრების 74,6% დასვენების მიზნით იყო ჩამოსული, საქმიანი და პროფესიული ვიზიტით ქვეყანას სტუმართა 16% ესტუმრა, 1,6% — სამკურნალოდ და 7,8% — სხვა მიზნებით.

დამსვენებლები ბათუმში - Sputnik საქართველო
უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო სასტუმროები დააჯარიმეს

ტურიზმის ეროვნული ადმინიტრაციის მონაცემებით, რუსეთის მოქალაქეები იმ უცხოელთა შორის პირველ ადგილზე აღმოჩნდნენ, რომლებმიც საქართველოს 2017 წლის ივლისში ესტუმრნენ. მეორე ადგილზე სომხეთის მოქალაქეებია — 209 000-ზე მეტი ადამიანი (+25,4%), ხოლო მესამეზე — აზერბაიჯანის მოქალაქეებია (190 000-ზე მეტი ადამიანი, ზრდა +13,8%).

საქართველოში ტურიზმის სფერო აქტიურად ვითარდება, რაც სტატისტიკურ მონაცემებზე აისახება. ყოვეწლიურად ქვეყანაში ახალი სასტუმროები იხსნება, კვების ობიექტებში ხარისხის შემოწმება ტარდება, მომსახურე პერსონალისა და გიდების გადამზადება მიმდინარეობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0