უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო სასტუმროები დააჯარიმეს

© photo: Sputnik / Stringerდამსვენებლები ბათუმში
დამსვენებლები ბათუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში სასტუმრო კომპლექსის ობიექტებს უსაფრთხოების წესების დაცვის მხრივ ამოწმებენ

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ შავი ზღვის სანაპიროზე საკურორტო ზონებში სასტუმროები შეამოწმა. რამდენიმე სასტუმრო უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო დაჯარიმდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი სააგენტოს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ბათუმი - Sputnik საქართველო
აჭარაში განთავსების ადგილების რაოდენობა 9%-ით გაიზარდა

სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის ივნისიდან დღემდე აჭარაში შეამოწმეს 24 სასტუმრო, ანაკლიაში — სამი, გურიაში — ცხრა სასტუმრო და ერთი სანატორიუმი.

მას შემდეგ, რაც სააგენტოს შენიშვნები არ გაითვალისწინეს, დაჯარიმდა ოთხი სასტუმრო.

"დაჯარიმებული იქნა 4 ობიექტი (სასტუმრო) აჭარის რეგიონში (ორი სასტუმრო 100-100 ლარით, ერთი 200 ლარით, ხოლო მე-4 — 50 ლარით)", — განუცხადა ტელეარხს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა კახა ცინცაძემ.

ბოლო წლებში საქართველოში ტურიზმის სფერო დინამიკურად ვითარდება. ზაფხულში ტურისტების დიდი რაოდენობა უპირატესობას ანიჭებს ზღვისპირეთის კურორტებს. დამსვენებლების ერთ-ერთი პოპულარული ადგილია აჭარა.

 

ყველა ახალი ამბავი
0