ქეთი დოლიძე კულტურის მინისტრს დაუპირისპირდა

© Sputnik / Alexander Imedashviliთუმანიშვილის სახელობის თეატრი
თუმანიშვილის სახელობის თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუმანიშვილის სახელობის თბილისის კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი თანამდებობის შენარჩუნებისთვის ბრძოლას აპირებს

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული კონკურსი სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევად სკანდალის გარეშე არ დარჩა — თუმანიშვილის სახელობის თბილისის კინომსახიობთა სახელმწიფო თეატრის "ბორტს მიღმა" დარჩენილ რეჟისორსა და ჯერ კიდევ სამხატვრო ხელმძღვანელს, ქეთი დოლიძეს თანამდებობის დატოვება არ სურს.

კონკურსის შედეგებით თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად აირჩიეს გიორგი სიხარული და არა ქეთი დოლიძე, რომელსაც ეს თანამდებობა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ეკავა.

კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე - Sputnik საქართველო
კულტურის სამინისტრო წუხს მსახიობების ხელფასებზე ატეხილი აჟიოტაჟის გამო

თავის "გათავისუფლებას" დოლიძე მკაცრად აპროტესტებს. მრავალრიცხოვან ინტერვიუებსა და Facebok-სტატუსებში რეჟისორი აგრესიულად გამოდის არა მხოლოდ კულტურის სამინისტროს მთელი აპარატის, არამედ უშუალოდ მინისტრ მიხეილ გიორგაძის, ასევე თეატრის მთელი დასის წინააღმდეგ, რომლებმაც მხარი დაუჭირეს სიხარულიძეს და, მისი თქმით, "უღალატეს" მას.

დოლიძე ბრალს სდებს გიორგი სიხარულიძესაც, რომელიც თავისი მოვალეობის შესრულებას რამდენიმე დღეში შეუდგება. რეჟისორის თქმით, მას მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთი სპექტაკლიც არ დაუდგამს.

შექმნილ ვითარებაზე კომენტარის გაკეთება მოუწია კულტურის მინისტრსაც. გიორგაძის განცხადებით, დოლიძე არავის გაუთავისუფლებია თანამდებობიდან და ბრძანებისთვის მისი გათავისუფლების შესახებ ხელი არავის მოუწერია. საქმე ისაა, რომ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე ყოფნის ვადა ამოიწურა და გაიმართა ახალი კონკურსი.

"ხელმძღვანელობის დაუოკებელი სურვილი ადამიანებს ალაპარაკებს სიცრუეს და ამდენ შეურაცხყოფას აფრქვევს ყველას და ყველაფრის მისამართით. დასანანია, რომ ადამიანები ვერ ინარჩუნებენ სახეს. გადაწყვეტილების არგუმენტაციაზე თუ ვისაუბრებთ, თეატრში არის სრული ქაოსი სახელმწიფო შესყიდვების ნაწილში, სრული არეულობაა საბუღალტრო აღრიცხვის ნაწილში. მათ შორის საზღვარგარეთ მიღებული შემოსავლები სახაზინო ანგარიშებზე არ ასახულა და ძალიან ბევრი დეტალია", — განუცხადა მიხეილ გიორგაძემ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, თეატრი ასეთ პირობებში ისეთ ვალდებულებებს იღებს თავის თავზე, რომლებიც პრინციპში განუხორციელებელია. აქედან გამომდინარე ჩნდება პრობლემა და უხერხულობები, აღნიშნა გიორგაძემ.

"აღარაფერს ვამბობ იმ დესტრუქციულ განცხადებებზე, რომლებიც პრაქტიკულად მეორე წელია ასე ნიაღვარივით მოედინება სამინისტროს და ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომლებიც ამა თუ იმ ნაწილში შეიძლება ქალბატონ ქეთის არ ეთანხმებოდნენ", — განაცხადა გიორგაძემ.

ბუ ევა მოსკოვის წიგნის სახლში - Sputnik საქართველო
სამი წიგნი სხვადასხვა თაობას კულტურის მინისტრისგან

დოლიძემ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობას დაიკავებს, სანამ სამინისტროში ხელმოწერილი ბრძანების ვადა არ ამოიწურება — 17 სექტემბრამდე. ამასთან, მან პირობა დადო, რომ გააკეთებს უფრო სრულ განცხადებას, როდესაც მისი დასი ისრაელში გასტროლებიდან დაბრუნდება. ფარ-ხმლის დაყრას დოლიძე არ აპირებს.

კულტურის სამინისტრომ კონკურსი პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევად ივლისში გამოაცხადა. საუბარია თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში კულტურის სამინისტროს მმართველობაში მყოფ თეატრებზე.

კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული თეატრებია: შოთა რუსთაველის სახელობის თეატრი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრი, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი, ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრი, მარიონეტების თეატრი, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი, გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების თეატრი, ჩრდილების თეატრი "აფხაზეთი", გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრი, ადამიანის სახელობის სომხური თეატრი, მესხეთის (ახალციხის) თეატრი, ახალციხის თოჯინების თეატრი, ლადო მესხიშვილის სახეობის ქუთაისის თეატრი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქუთაისის თოჯინების თეატრი, აკაკი წერეთლის სახელობის ჭიათურის თეატრი, უშანგი ჩხეიძის სახელობის ზესტაფონის თეატრი, ვალერიან გუნიას სახელობის ფოთის თეატრი, შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის თეატრი, აკაკი ხორავას სახელობის სენაკის თეატრი, ალექსანდრე წუწუნავას სახელობის ოზურგეთის თეატრი, გიორგი ერისთავის სახელობის გორის თეატრი, ვაჟა-ფშაველას სახელობის თელავის თეატრი და ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის თეატრი.

 

ყველა ახალი ამბავი
0