ქართულმა ჯარმა მსოფლიო რეიტინგში 82-ე ადგილი დაიკავა

© Sputnik / Alexander Imedashviliქართველი სამხედროები
ქართველი სამხედროები - Sputnik საქართველო
გამოწერა
Global Firepower Index-ის თანახმად, სამხრეთ კავკასიაში საქართველოს მეორე ადგილი უკავია. ის წინ უსწრებს სომხეთს, მაგრამ ჩამორჩება აზერბაიჯანს

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. საქართველომ მსოფლიოს 133 ქვეყანას შორის Global Firepower Index-ის სამხედრო სიმძლავრის რეიტინგში 82-ე ადგილი დაიკავა.

2017 წლის რეიტინგის შემდგენელთა მონაცემებით, საქართველოს აქვს 42 ვერტმფრენი, საიდანაც 11 საიერიშოა, 11 საიერიშო თვითმფრინავი, 32 — სატრანსპორტო და 13 — სასწავლო. საქართველოს შეიარაღებაშია 220 ტანკი, 265 რეაქტიული ნაღმმტყორცნი, 230 ერთეული ბუქსირებადი არტილერია და 118 თვითმავალი არტილერიის დანადგარი.

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ირიცხება 35 ათას 825 ადამიანი, აქტიურია 30 ათას 325 სამხედრო, ხოლო რეზერვშია 5,5 ათასი.

მოიერიშე Су-25 - Sputnik საქართველო
ქართული ჯარი მხოლოდ უპილოტო ავიაციას გამოიყენებს

საქართველოს აქვს ზღვაზე გასასვლელი, სანაპიროს საერთო სიგრძეა 310 კილომეტრი, მაგრამ ამის მიუხედავად, ქვეყანას არა აქვს განვითარებული ფლოტი. საქართველოს შეიარაღებაშია სანაპირო ზოლის პატრულირებისთვის განკუთვნილი ოთხი გემი.

ლოგისტიკა ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, რომლის გარეშე ნებისმიერი სამხედრო ოპერაციის წარმატებით ჩატარება შეუძლებელია.

Global Firepower Index-ის მონაცემებით, საქართველოში არის 1,9 მილიონი შრომისუნარიანი მოსახლეობა, ორი მთავარი საპორტო ტერმინალი და 22 ქმედუნარიანი აეროპორტი. სახმელეთო გზების საერთო სიგრძეა 20 ათას კილომეტრზე მეტი, ხოლო რკინიგზის — 1,6 ათას კილომეტრზე მეტი.

თავდაცვის ბიუჯეტი შეადგენს 380 მილიონ აშშ დოლარს, ხოლო საგარეო ვალი 13 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება.

რაც შეეხება უახლოეს მეზობლებს, თავისი მონაცემებით საქართველომ გაუსწრო სომხეთს, რომელიც რეიტინგში 93-ე ადგილზე განთავსდა. სამხრეთ კავკასიის რეგიონის ლიდერია აზერბაიჯანი — 58-ე ადგილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრა ქართველ სამხედროებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა - Sputnik საქართველო
პრემიერი: არმიამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დემოკრატიული საქართველოს ჩამოყალიბებაში

თურქეთი და რუსეთი მსოფლიოს უძლიერესი ჯარების ათეულში შედიან. რუსეთი აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილზეა, ხოლო თურქეთი — მერვეზე.

Global Firepower Index — სამხედრო სიმძლავრის გლობალური ინდექსი — ესაა რეიტინგი, რომელიც აფასებს მსოფლიოს სახელმწიფოების ჯარებსა და ფაქტორებს, რომლებიც ქვეყნის სამხედრო სიმძლავრეზე პირდაპირ ან ირიბად მოქმედებს.

ინდექსი დგინდება რთული მეთოდიკის საფუძველზე, რომელშიც გათვალისწინებულია 50-ზე მეტი ფაქტორი. კერძოდ: არმიის რიცხოვნობა, ტანკების, გემების, თვითმფრინავებისა და სხვა სამხედრო ტექნიკის რაოდენობა, სამხედრო სფეროს დაფინანსების დონე, ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ხელმისაწვდომობა ნავთობპროდუქტებისადმი და სხვა ფაქტორები, რომლებსაც შეუძლიათ ზეგავლენა მოახდინონ არმიის ბრძოლისუნარიანობაზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0