ქართული ჯარი მხოლოდ უპილოტო ავიაციას გამოიყენებს

© Управление пресс-службы и информации министерства обороны РФ / გადასვლა მედიაბანკშიმოიერიშე Су-25
მოიერიშე Су-25 - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყნის წინაშე მდგომ საფრთხეებთან ბრძოლაში საქართველოს შეიარაღებული ძალების უპილოტო საფრენ აპარატებზე გადასვლის მიზეზად მოიერიშე თვითმფრინავების შენახვის სიძვირე და არაეფექტურობა დასახელდა.

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. საქართველოს შეიარაღებული ძალები უარს აცხადებს შეიარაღებაში არსებული მოიერიშე თვითმფრინავების – Су-25-ის შენახვაზე და გადავა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებაზე, განაცხადა გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ჟურნალ „არსენალთან“ ინტერვიუში.

არსებული ინფორმაციით, ამჟამად ქართულ სამხედრო ავიაციას Су-25 КМ ტიპის ადგილობრივი და ისრაელის წარმოების რვა მოიერიშე და Су-25 УБ ტიპის სამი სასწავლო–საბრძოლო მოიერიშე გააჩნია.

თავდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო
თავდაცვის სამინისტროში საჰაერო ძალების სარდლის გამო სკანდალი მწიფდება

„ხშირად გვეკითხებიან, რატომ არ გვინდა დავიტოვოთ Су-25 ტიპის მოიერიშეები. აქ რამდენიმე პრობლემაა და ერთ–ერთი მათგანი — თვითმფრინავების საბრძოლო მზადყოფნაში შენარჩუნებაა. მოიერიშეების მაკომპლექტებელი ნაწილების ბაზარი არის რუსეთში — ესე იგი, ჩვენ მათზე ხელი არ მიგვიწვდება“, — განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

ქვეყნის წინაშე მდგომი საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში, ამ საბრძოლო თვითმფრინავების არაეფექტურობის გარდა, ერთ–ერთ მიზეზად, რის გამოც საქართველო მათ ექსპლუატაციაზე უარს აცხადებს, მათი შენახვის სიძვირე სახელდება.

„ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საქართველოს შეიარაღებაში არსებული მოიერიშეები თითქმის არ დაფრინავენ და ხმელეთზე უსაქმოდ დგანან. ბოლო პერიოდში მხოლოდ ერთი მოიერიშე დაფრინავდა. ჩვენ ვინახავდით მოიერიშეებს, რომლებსაც არ ვხმარობდით. მათ შესანახად ძალზე დიდი თანხა იხარჯებოდა. მომავალში საქართველოს სამხედრო ავიაცია ძირითადად დაეყრდნობა უპილოტო საფრენ აპარატებსა და შვეულმფრენებს“, — აღნიშნა დასასრულს გენერალური შტაბის უფროსმა.

© facebook.com/GaribashviliOfficial"დელტაში" დამზადებული უპილოტო ვერტმფრენი
დელტაში დამზადებული უპილოტო ვერტმფრენი - Sputnik საქართველო
"დელტაში" დამზადებული უპილოტო ვერტმფრენი

ქართულ ჯარში მასშტაბური რეფორმები მას შემდეგ დაიწყო, რაც 2016 წლის აგვისტოში თავდაცვის სამინისტროს სათავეში ლევან იზორია ჩაუდგა. იმავე წლის ნოემბერში თავისი 100-დღიანი მუშაობის შეჯამებისას მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის საჰაერო თავდაცვისა და ავიაციის სარდლობის რეფორმირება გახდება. მაგალითის სახით მან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა მოიყვანა, რომელსაც საქართველოს საფრანგეთი მოაწვდის და რომელიც ქვეყნის საჰაერო სივრცის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

ლევან იზორიამ განაცხადა, რომ საქართველო აქტიურად გამოიყენებს უპილოტო საფრენ აპარატებს, რომლებსაც საქართველოს სამხედრო სამეცნიერო–ტექნიკური ცენტრი „დელტა“ აწარმოებს.

ყველა ახალი ამბავი
0