პრემიერი: არმიამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დემოკრატიული საქართველოს ჩამოყალიბებაში

© FB / Георгий Квирикашвилиსაქართველოს პრემიერ-მინისტრა ქართველ სამხედროებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრა ქართველ სამხედროებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 26 წელი შეუსრულდა.

თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. ქართულმა ჯარმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველოს ჩამოყალიბების პროცესში, — განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქართული არმიის 26 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე. 

ქართველი სამხედროები - Sputnik საქართველო
საქართველოს შეიარაღებული ძალები: იარაღი და სამხედრო ტექნიკა

მთავრობის მეთაური, უმცროს შვილთან, ნიკოლოზთან ერთად, დღეს გორში, I ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდა, სადაც შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო. ღონისძიებას ასევე ვაჟთან ერთად ესწრებოდა ტავდაცვის მინისტრი ლევან იზორია. 

პრემიერმა გვირგვინით შეამკო დაღუპულ სამხედროთა მემორიალი, ასევე სიტყვით მიმართა ავღანეთის მისიიდან დაბრუნებულ სამხედრო მოსამსახურეებს და შეიარაღებული ძალების დღე და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცა. 

„გილოცავთ საქართველოს შეიარაღებული ძალების 26 წლის იუბილეს. ეს 26 წელი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის უამრავი გამოწვევით აღსავსე გახლდათ და ქართულმა ჯარმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველოს ჩამოყალიბების პროცესში. ჩვენ უამრავი გმირობის მაგალითი გვახსოვს მთელი ამ წლების განმავლობაში. თქვენ ასრულებთ ყველაზე საპატიო საქმეს დედამიწის ზურგზე და გაქვთ ჩვენი ხალხის უდიდესი სიყვარული. გილოცავთ დღევანდელ დღეს“ — მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს.

მან იქვე პატივი მიაგო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას, „რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე მიიტანეს ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლის სამსხვერპლოზე“, და ყველა ჯარისკაცს მიულოცა ოჯახებში მშვიდობით დაბრუნება, უსურვა „ჩვენი ქვეყნის სიხარულით და ნათელი ფერებით აღსავსე მომავალი“.

„ამ მომავლის შენებაში თქვენ გაქვთ ყველაზე დიდი წვლილი, ამიტომ მინდა, თითოეულ თქვენგანს ყველაზე დიდი მადლობა გადაგიხადოთ. გილოცავთ მთელი ქვეყნისთვის ამ ძალიან დიდ დღესასწაულს", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილმა, შვილთან ერთად, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე გმირების ხეივანში  ხის ნერგი დარგო. ისინი ასევე დაესწრნენ სპორტულ ღონისძიებებს და შეიარაღებული ძალების საბრძოლო ტექნიკის გამოფენა დაათვალიერეს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0