თბილისში ჭადრაკის მსოფლიო თასის გათამაშება იწყება

© Sputnik / Alexander Imedashviliმოყვარული მოჭადრაკეები
მოყვარული მოჭადრაკეები - Sputnik საქართველო
გამოწერა
48 ქვეყნის 128 უძლიერესი მოჭადრაკე თბილისში ჩამოვიდა, რათა პრესტიჟულ ჯილდოზე - მსოფლიო თასზე იასპარეზონ.

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. თბილისი შაბათს ჭადრაკის სამყაროს ცენტრად იქცევა — ჭადრაკის XV მსოფლიო თასი იწყება.

ტურნირში მონაწილეობას მიიღებს პლანეტის 128 უძლიერესი მოჭადრაკე, და რაც ყველაზე მავარია, ფიდეს მსოფლიო თასზე პირველად იასპარეზებს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ნორვეგიელი მაგნუს კარლსენი.

გიგანტური ჭადრაკი თბილისის ჭადრაკის სასახლის წინ - Sputnik საქართველო
ფიდემ თბილისში ჭადრაკში მსოფლიო თასის გათამაშების ცხრილი გამოაქვეყნა

კარლსენის გარდა, რომელიც მსოფლიოს მე-16 ჩემპიონია, გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს მე-14 და მე-15 ჩემპიონები — ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი) და ვიში ანანდი (ინდოეთი). ასევე ტურნირში მონაწილეობას მიიღებს რუსეთის წარმომადგენელი სერგეი კარიაკინი — ბაქოს მსოფლიო თასის 2015 წლის გამარჯვებული. თბილისში პიოტრ სვიდლერიც (რუსეთი) ჩამოვა, რომელმაც მსოფლიო თასი 2011 წელს მოიგო.

თბილისის მსოფლიო თასის პრესტიჟულობაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკეების ტოპ-ოცეულიდან მონაწილეობას მხოლოდ ბულგარელი ვესელინ ტოპალოვი არ მიიღებს. ყველა დანარჩენი თბილისში ითამაშებს.

ნანა ძაგნიძე - Sputnik საქართველო
ქართველი მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე ევროპის ჩემპიონი გახდა

რაც შეეხება ქართველ მოჭადრაკეებს, საქართველოს წარმომადგენლები არიან: ბაადურ ჯობავა, რომელიც ფიდეს განახლებულ რეიტინგში მე-40 ადგილს იკავებს, მიხეილ მჭედლიშვილი და ლევან ფანცულაია.

გარდა ამისა, როგორც ქვეყანა-ორგანიზატორს, საქართველოს მონაწილეთა სიაში ნებისმიერი მოჭადრაკის ჩართვა შეუძლია. ვაკანტური ადგილი საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერმა, ნანა ძაგნიძემ მიიღო, რომელიც ფიდეს ქალთა რეიტინგში მე-11 ადგილს იკავებს.

პირველად მსოფლიო თასი 1997 წელს გრონინგენში ჩატარდა, მაშინ მისი დასახელება იყო „მსოფლიო ჩემპიონატი ნოკაურ-სისტემით". იმ დროიდან ტურნირი ორ წელში ერთხელ ტარდება, ხოლო ამჟამინდელი სახელწოდება ტურნირმა 2000 წლიდან მიიღო.

ჭადრაკის მსოფლიო თასი ნოკაუტ-სისტემით ტარდება: ორ კლასიკურ პარტიაში თანაბარი ანგარიშის შემთხვევაში მეტოქეებს ტაი-ბრეკი ელის: „რაპიდი", „ბლიცი", და საჭიროების შემთხვევაში, „არმაგედონი". ფინალში ოთხი კლასიკური პარტია ტარდება.

ტურნირის გამარჯვებული და ფინალისტი 2018 წლის პრეტენდენტთა ტურნირზე საგზურებს მიიღებენ. თბილისის მსოფლიო თასის საპრიზო ფონდი 1 მილიონ დოლარს შეადგენს.

 

ყველა ახალი ამბავი
0