ქართველი მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე ევროპის ჩემპიონი გახდა

გამოწერა
ევროპის ჩემპიონატების ისტორია 2000 წლიდან იწყება. სხვადასხვა დროს ქართველი მოჭადრაკეებიდან პრიზიორები იყვნენ სალომე მელია, ნინო ბაციაშვილი, მაია ჩიბურდანიძე, ქეთევან არახამია-გრანტი და სალომე მელია.

თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართულ მოჭადრაკე ქალთა ინდივიდუალურ ჩემპიონატზე ნანა ძაგნიძემ პირველი ადგილი დაიკავა.  

ნანა ძაგნიძე - Sputnik საქართველო
ნანა ძაგნიძემ ფიდეს ახალ რეიტინგში მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა

საქართველოს ნომერ პირველი მოჭადრაკე დღეს გამართულ მე-11 ტურის შეხვედრაში რუს ნატალია პოგონინას შეხვდა, პარტია ფრე ანგარიშით დაასრულა და  ჩემპიონის ტიტული გაინაღდა, ნათქვამია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე.

„აღსანიშნვაია, რომ ნანა ძაგნიძე პირველი ქართველი ქალია, რომელიც ევროპის ჩემპიონი გახდა. აქამდე ქართველების მონაგარში 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაოს მედალია“, — აღნიშნულია განცხადებაში.

ევროპის ჩემპიონატების ისტორია 2000 წლიდან იწყება. სხვადასხვა დროს ქართველი მოჭადრაკეებიდან პრიზიორები იყვნენ: ვერცხლი — სალომე მელია (2013წელი); ნინო ბაციაშვილი (2015 წელი), ბრინჯაო — მაია ჩიბურდანიძე (2000 წელი); ქეთევან არახამია-გრანტი (2001წელი) და  სალომე მელია (2014წელი).

 

ყველა ახალი ამბავი
0