ნანა ძაგნიძემ ფიდეს ახალ რეიტინგში მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა

© http://msy.gov.ge/ნანა ძაგნიძე
ნანა ძაგნიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიოს უძლიერეს მოჭადრაკე ქალთა სიის პირველ ოცეულში კიდევ ორი ქართველია: ნინო ბაციაშვილს (2500) მე-15, ხოლო ბელა ხოტენაშვილს (2496) - მე-16 ადგილი უჭირავს.

თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ქალთა საჭადრაკო ნაკრების ლიდერმა ნინო ძაგნიძემ ფიდეს რეიტინგში ერთი საფეხურით ქვემოთ ჩაინაცვლა და 2229 ქულით მეოთხე ადგილს იკავებს.

ქართველ მოჭადრაკეს ორი ქულით უკრაინელმა მარია მუზიჩუკმა გაისწრო. მეორე ადგილზე ინდოელი ჰამპი კონერუა (2583), რეიტინგის სათავეში კი ჩინელი ხოუ იფანია (2683).

მსოფლიოს უძლიერეს მოჭადრაკე ქალთა სიის  პირველ ოცეულში კიდევ ორი ქართველია: ნინო ბაციაშვილს (2500) მე-15, ხოლო ბელა ხოტენაშვილს (2496)  - მე-16 ადგილი უჭირავს. 

გარდა ამისა, კიდევ ექვსი ქართველი მოჭადრაკე ქალი საუკეთესოთა ასეულში შევიდა: ლელა ჯავახიშვილი(21), სალომე მელია(35), ნინო ხურციძე (49), მერი არაბიძე (72), სოფიკო გურამიშვილი (97)  და მაია ლომინეიშვილი (99).

მამაკაცთა შორის საუკეთესოთა ასეულში მყოფმა საქართველოს ერთადერთმა წარმომადგენელმა ბაადურ ჯობავამ 59-ე ადგილიდან 70-ე პოზიციაზე გადაინაცვლა. 

ფიდეს მამაკაცთა რეიტინგის სათავეში ნორვეგიელი მაგნუს კარლსონია. სკანდინავიელის გარდა, ლიდერთა სამეულში არიან ბულგარელი ვასელინ ტოპალოვი და ინდოელი ვაშვანათან ანანდი.


ყველა ახალი ამბავი
0