საქართველო ემზადება სილამაზის კონკურსისთვის Miss and Mister Planet

© FB/ Miss and Mister Planet Miss and Mister Planet 2016-ის გამარჯვებულები
Miss and Mister Planet 2016-ის გამარჯვებულები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლამაზი ქალიშვილები და ყმაწვილები მთელი მსოფლიოდან შეიკრიბებიან ბათუმში, სადაც ჩატარდება სილამაზის კონკურსი Miss and Mister Planet.

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. ბათუმში 11-17 სექტემბერს ჩატარდება სილამაზის საერთაშორისო კონკურსი Miss and Mister Planet, განუცხადა „Sputnik-საქართველოს" კონკურსის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და წევრმა ეკატერინე მგალობლიშვილმა.

სილამაზის კონკურსი გაიმართება ბათუმის მერიისა და სამოდელო სააგენტო „კატრინის" მხარდაჭერით. ბათუმში ჩავლენ ადგილობრივ შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულები 25 ქვეყნიდან.

თამთა ქენქაძე - Sputnik საქართველო
ქართველი მეგან ფოქსის ისტორია, ანუ რატომ მიდიან მოდელები პროფესიიდან

პიაცას მოედანზე 12 სექტემბერს კონკურსებს ელოდებათ ეროვნული კოსტიუმების ტური. 13 სექტემბერს ჩატარდება საცურაო კოსტიუმების ტური, ხოლო შემდეგ დღეებში ფინალისტები მონაწილეობას მიიღებენ ფეშნ-შოუში, ქართველი დიზაინერების ჩვენებებსა და პრესკონფერენციებში.

კონკურსის ფარგლებში მონაწილეები შეუერთდებიან საქველმოქმედო აქციებს, მოინახულებენ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს და მათ საჩუქრებს გადასცემენ. ასევე დაგეგმილია ბათუმის ბულვარის გამწვანების აქცია.

„თავდაპირველად გავასუფთავებთ ბათუმის ბულვარს, შემდეგ დარგავთ სხვადასხვა სახის ნერგებს. ამ ნერგებს ჩვენი მონაწილეები თავიანთი ქვეყნებიდან ჩამოიტანენ. ასევე დაგეგმილია კონკურსანტების შეხვედრა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ვაპირებთ მათ წაყვანას ექსკურსიაზე, რთა გავაცნოთ ჩვენი ქვეყნის ისტორია და ღირსშესანიშნაობები", — განაცხადა მგალობლიშვილმა.

კონკურსის ფინალი გაიმართება ბათუმის მუსიკალურ ცენტრში, სადაც აირჩევენ პლანეტის მის და მისტერ 2017-ს. გამარჯვებულს ერგება ოქროს გვირგვინი, ფულადი პრემია (5 ათასი ევრო) და სხვა ჯილდოები.

მარიამ შარაშიძე - Sputnik საქართველო
ქართველმა ახალბედა მოდელმა იტალიის სილამაზის კონკურსში გაიმარჯვა

საქართველოს კონკურსზე წარმოადგენენ 22 წლის ლიზი წიგნაძე და 27 წლის ზურაბ წილოსანი.

კონკურსი Miss Planet (პრეზიდენტი ირინა პაპაზოვა) პირველად 2015 წელს თბილისში ჩატარდა. 2016 წელს მგალობლიშვილმა გადაწყვიტა Mister Planet-ის ლიცენზიის შეძენა. ორი სილამაზის კონკურსის პრეზიდენტებმა ამ ღონისძიებების გაერთიანება გადაწყვიტეს.

„ასე გაჩნდა კონკურსი Miss and Mister Planet, რომელიც უკვე პოპულარულია მთელ მსოფლიოში, ჩვენ კონკურსში ასზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს, ისინი ირჩევენ თავიანთ გამარჯვებულებს და შემდეგ ჩვენ — საუკეთესოებს, ანუ ფინალისტებს", — აღნიშნა მგალობლიშვილმა.

 

ყველა ახალი ამბავი
0